რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე – ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო, თუმცა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს

ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო არ იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარ შემთხვევას. როგორც მან ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანები წლებია ცხოვრობენ და მსგავსი არაფერი ახსოვთ. „ასეთი ინფორმაცია, […]

თინა ბოკუჩავა მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენაზე – ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ

ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ. ბოკუჩავა ფიქრობს, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ერთ შეხვედრაში ჩატევა საუკეთესო გამოსავალი არ იყო“. „იცით, რომ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარი უფლებამოსილებაა, მოუსმინოს მთავრობას და შემდეგ […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა. „რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 […]

ხატია დეკანოიძე – ჩემთვის სულ ერთია, ვინ წაიყვანს სხდომას – თუ „ნაცმოძრაობა” დამოუკიდებელ დეპუტატებს, ან ყოფილ სპიკერებს დაუთმობდა, ეს მათ უფრო კარგად წარმოაჩენდა თუნდაც, მომავალი კოალიციის კონფიგურაციაში

ჩემთვის სულ ერთია, ვინ წაიყვანს სხდომას – თუ „ნაცმოძრაობა” დამოუკიდებელ დეპუტატებს, ან ყოფილ სპიკერებს დაუთმობდა, ეს მათ უფრო კარგად წარმოაჩენდა თუნდაც, მომავალი კოალიციის კონფიგურაციაში,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „ჩემთვის სულ ერთია ვინ წაიყვანს სხდომას. მე პირადად, ამ მიმართულებით, არანაირი დაინტერესება არ მაქვს. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი პარტია, ფრაქცია, დათმობებს […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა 150 000 მ3-ს შეადგენს

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის […]

ირაკლი ღარიბაშვილი აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და საზოგადოებას. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს […]

ზაფხულში “ბარსელონას” მთავარი სამიზნე “ჟირონას” ნახევარმცველი იქნება

“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ჟირონას” ნახევარმცველის, ალეიშ გარსიას დამატებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორის, დეკუს ნომერ პირველი სამიზნე იქნება. გამოცემის ინფორმაციით, გარსიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა მითითებული, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” ამ ფასის შემცირება სურს და “ჟირონასთან” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. მიმდინარე სეზონში […]

კობახიძის თქმით, უმაღლესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები უსმენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამას. სხდომის წამყვანი არის თინა ბოკუჩავა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე. შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოსა” და „საქართველოსთვის” წევრები. კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას უმაღლეს ეროვნულ ამოცანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაასახელა. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად იზრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა […]

მეჩვენება, თუ მიშა სალომე ზურაბიშვილს ეტენება? – ნინო ჯანგირაშვილი

მეჩვენება, თუ მიშა სალომე ზურაბიშვილს ეტენება? – ნინო ჯანგირაშვილი “მეჩვენება თუ მიშა სალომე ზურაბიშვილს ეტენება? – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის მიერ, 6 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც ის დადებითად აფასებს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას გაკეთებულ აქცენტებს. “ვაიმე დამღალეს, დამღალეს, დამღალეს ამათ ყველამ”- წერს ჯანგირაშვილი. Previous: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი […]

სალომე სამადაშვილი – „ოცნება“ რეგლამენტს არღვევს, რადგან მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა უნდა გამართულიყო ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და ფრაქციასთან – კობახიძემ გადაწყვიტა, მთელი ოპოზიცია ერთად უნდა დასვას და ყველას ერთად ეძახოს „ნაცმოძრაობა“

როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება“ რეგლამენტს არღვევს, რომელიც მოითხოვდა შეხვედრა გამართულიყო ყველა შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფსა და ფრაქციასთან – კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მთელი ოპოზიცია ერთად უნდა დასვას და ყველას ერთად ეძახოს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ამასთან, სამადაშვილის თქმით, კანდიდატები შეკითხვებს არ პასუხობენ, ამიტომ კითხვების გამეორების აზრსაც ვერ ხედავს. „მათ გადაწყვიტეს, რომ […]