ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა – არიან დაღუპულები

ასურეთთან, საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა. გავრცელებული ცნობით, საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი დაიღუპა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე წარადგენს, შემდეგ კი ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. სხდომას არ ესწრებიან პარტია „ლელოსა” და „საქართველოსთვის” დეპუტატები. გიორგი გახარიას პარტიის განმარტებით, მონაწილეობას არ მიიღებენ შეხვედრაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” […]
ბექა ლილუაშვილი – ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი, დღევანდელ სხდომას, რომელსაც „ნაცები“ უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს კობახიძის და „ნაცმოძრაობის“ გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სცენარში

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ჯგუფი, დღევანდელ სხდომას, რომელსაც „ნაცები“ უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს კობახიძის და „ნაცმოძრაობის“ გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სცენარში, – ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ლილუაშვილი აცხადებს, რომ ამ ფორმატში წარმართული სხდომა საჩუქარია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის”. „ჩვენ ამ ორი რადიკალური ძალის მიერ, რადიკალიზაციის კიდევ […]
ილია დარჩიაშვილი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“ არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან – თვითონ პლატფორმაც კი არ იღებს ანგარიშზე პასუხისმგებლობას, მოგიწოდებთ, თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“, რომელზეც თქვენ აპელირებთ – არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. ევროკავშირის მხრიდან იყო ამის შეფასება და თვითონ პლატფორმაც კი არ იღებს ანგარიშზე პასუხისმგებლობას, რადგან ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტია, თავად ექსპერტების შეფასებებს გამოხატავს და ამ ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას არ იღებს სამოქალაქო პლატფორმა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ, საქართველოს […]
ილია დარჩიაშვილი – გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკოს არჩევნების წარმატებით ადმინისტრირებაში

გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკოს არჩევნების წარმატებით ადმინისტრირებაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები, რომელიც წელს უნდა გაიმართოს, გამორჩეული იქნება. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და აქტიური კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საქართველოს საგარეო […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ არგენტინის პრეზიდენტს შეხვდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის შეხვდა. „მოხარული ვართ თქვენი გადაწყვეტილებით, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროთ, ასევე, თქვენი დიპლომატიური მისია და საელჩო იერუსალიმში გადაიტანოთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ არგენტინა „ჰამასს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს. ნეთანიაჰუმ მილეის „ებრაული სახელმწიფოს დიდ მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ როგორც არგენტინისთვის, ისე ისრაელისთვის ყველაზე […]
მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფორსეტი ტექნოპარკში ღონისძიებას „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გამართავს

11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფორსეტი ტექნოპარკში ღონისძიებას „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გამართავს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე, წარმატებული ქართველი ქალების გამოსვლებს, მონაწილეობა მიიღონ სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამართულ დისკუსიებში, ჩაერთონ ვორქშოპებში და სხვა მრავალ სახალისო […]
“პატიმარი და ოლიგარქი” – The Economist-ის სტატია სააკაშვილსა და ივანიშვილზე

“პატიმარი და ოლიგარქი” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და არაფორმალური მმართველის შესახებ ჟურნალი “ეკონომისტი”. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მიმოიხილავს როგორც პატიმრობისას მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობას, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის და წერს: “საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მიუხედავად პატიმრობისა, სააკაშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად […]
“გაუმარჯოს ქართველ თინეიჯერებს!” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ამ ბავშვზე თავდასხმების ზეაგრესიულობა და მასშტაბია ზუსტად საქართველოს ისტორიის არცოდნაც და უპატივცემლობაც. თორემ ამან და მისმა თაობამ საქართველოს ისტორია რომ იციან და სამშობლო რომ უყვართ, კი ვნახეთ მარტის აქციების პლაკატებზე და ტრანსპარანტებზე. გაუმარჯოს ქართველ თინეიჯერებს!
ტაქსების ლიცენზირება მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება — რა წერია კანონპროექტში

Საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანისთვის ლიცენზიების შემოღება იგეგმება. კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილებები ქვეყნის შიგნით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევა არის ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები (ე/წ „ხიშნიკები“), რომლებიც ავტოსადგურების გვერდის […]