თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია ავრცელებს. ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ თავდამსხმელები „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან, ულტრამემარცხენე დაჯგუფების, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან 2024 წლის 6 […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში: სამხედროს, ნარეკვავის, წიწამურის და მიმდებარე ქუჩებზე. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში სალექციო კურსი ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, უკვე მეორედ იმყოფებოდა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში (პოლონეთი), სადაც სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის სალექციო კურსი ჩაატარა და ინოვაციური საპროექტო სამუშაოები შეასრულა. ამის შესახებ […]

ირაკლი კობახიძე – 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით

წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს არ ქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე და ისინი მიიღებენ ახლა ამ მომსახურებაზე წვდომას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. „წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, […]

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ 9 თებერვალს გაიხსნება

9 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ იხსნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე გახსნიან. ინფორმაციის თანახმად, ასევე, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან […]

ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძეს – გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, საბანკო ოლიგარქია, მაინტერესებს როგორ აპირებს ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი პრემიერობის კანდიდატი ამ პრობლემების მოგვარებას?

გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, საბანკო ოლიგარქია, გაზრდილი საწვავის ფასები, მაინტერესებს როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი პრემიერობის კანდიდატი ამ პრობლემების მოგვარებას? აუხსენით საზოგადოებას რატომ იხდიდა 8 თეთრს ივანიშვილი ელექტროენერგიაში, რატომ იხდის საქართველოს მოქალაქე 18-22-26 თეთრს? – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პრემიერ – მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, რომელსაც დეპუტატები ოპოზიციის გაერთიანებულ […]

“ინტერესდებიან ქართველებთან შეხვედრებით” – აფხაზების დაკითხვები ანტირუსულ განწყობებზე

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი აფხაზ აქტივისტებს, ოპოზიცინერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] თანამშრომლები რუსეთთან ფსოუს გამშვებ პუნქტსა და სოჭის აეროპორტში აჩერებენ. აღნიშნული პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა, წინა წლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემას არ ასაჯაროებდნენ. პირველად ამის შესახებ განგაშის ზარი კერძო ტელევიზიის ჟურნალისტმა ელეონორა გილოიანმა შემოჰკრა. “ფსოუს” გამშვებ […]

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, უმაღლესმა რადამ, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, კანონპროექტს მხარი 243-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათი უმრავლესობა პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციიდან არის. მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა 21 თებერვლის მერეა დაგეგმილი. რას ცვლის კანონპროექტი უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პირველი კანონპროექტი 25 დეკემბერს წარადგინა, თუმცა უარყოფითი რეაქციების გამო გაიწვია. კრიტიკა მოჰყვა […]

აშშ-ს კონგრესში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა

აშშ-ს კონგრესი საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოიპოვა კანონპროექტმა, რომელიც ისრაელისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა. კანონპროექტი გულისხმობდა ისრაელისთვის 17,6 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას. კანონპროექტს მისაღებად კონგრესმენების 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა. აღნიშნული კანონპროექტი იყო მცდელობა, რომ ისრაელის დახმარების საკითხი უკრაინის და მექსიკა-აშშ-ს საზღვრის კონტროლის თემებიდან გამოცალკევებულიყო. საბოლოო კენჭისყრისას კანონპროექტს მხარს უჭერდა 250 ადამიანი, ხოლო მოწინააღმდეგე […]

ბეგიაშვილი: ასეთი ინფორმაცია, რომ ნერგეეთი მეწყერსაშიში ზონაა, არ ყოფილა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის თქმით, ასეთი ინფორმაცია, რომ ნერგეეთი მეწყერსაშიში ზონაა, არ ყოფილა. “ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა” – ამბობს ილია ბეგიაშვილი. […]