ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი – მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ისინი კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს […]
საკონტრეილერო გადაზიდვების გააქტიურებას გახარიასა და ღარიბაშვილის შემდეგ კობახიძე გეგმავს

“დროში გაჭიანურება პროექტს ეფექტს აკარგვინებს” – გახარიას დაანონსებული პროექტის განხორციელებას 5 წლის შემდეგ კობახიძე აანონსებს – საუბარია საკონტრეილერო გადაზიდვებზე – „სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვების წილის გასაზრდელად, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის ცვეთისა და გადატვირთვის შესამცირებლად, გაგრძელდება მუშაობა საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, 2024 წელს იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანში საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. “სატრანსპორტო დერეფნის […]
“ბაუმერი” GARCAE-ს წევრი გახდა

კომპანია ბაუმერი ოფიციალურად გახდა GARCAE (საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაცია) წევრი, რომელიც ამყარებს კავშირს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო სტანდარტების, მომსახურების პრაქტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას აღნიშნულ სექტორში, ეს სტრატეგიული ნაბიჯი ბაუმერის მზაობას აღნიშნავს ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრაქტიკისადმი HVAC-ის (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირების) სწრაფად […]
ნინო ყიფიანის მოგონება-როგორ გადაწყვიტა არჩილ ჯორჯაძემ დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიის დაწერა

არჩილ ჯორჯაძე უკვე ცუდად გრძნობდა თავს, სიცხე აწუხებდა მისუსტებულს… სასახლის ქუჩაზე, სასტუმრო “პალე როიალის” ბოლო სართულზე ცხოვრობდა და, შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის დაწერაზე სურდა მუშაობის დაწყება. ავადმყოფობაზე ვინღა დარდობდა, მხოლოდ სამუშაოზე ფიქრი უტრიალებდა თავში. ერთხელაც სასტუმროს მსახურმა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, ნინო ყიფიანის სტუმრობა ამცნო. წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. სტუმარი საწოლზე ტანსაცმლით წამოწოლილმა […]
„უნდა შეიცვალოს წესი, რომლის მიხედვითაც, სებ–ის პრეზიდენტს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს“ – IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი

„მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს წესი, რომლის მიხედვითაც, სებ–ის პრეზიდენტს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველიმ bm.ge-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც მთლიანად საბჭოს გააძლიერებს. „რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: სებ–ის საბჭოში დღეს 4 ვაკანსიაა. კარგი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6592 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6592 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6592 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6622 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8629 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. […]
ბაღდათის სოფლებში, მათ შორის ნერგეეთში, მეწყრული პროცესები პროგნოზირებული იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს, ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში, სადაც წუხელ ჩამოწოლილ მეწყერს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5-ს კი ამ დრომდე ეძებენ. დოკუმენტის მიხედვით, სტიქია ასევე მოსალოდნელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიმი, I ოჩბა, II ოჩბა, წითელხევი, ფერსათი, შუბანი […]
არემჯის და სამთო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“არემჯისა” და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ერთად იზრუნონ საქართველოში სამთო-ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებაზე და განიხილონ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. დოკუმენტს ხელი არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის, მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს, საქართველოში სამთო-ტექნოლოგიური პროცესების დახვეწასა […]
გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ ფინალისტები არიან „პეტიტ ბაზარი“, „ბაბალე“ და „ტენე“. კომპანია „პეტიტ ბაზარი“, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკომეგობრულ წარმოებასა და […]
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია, ეკონომიკურ წინსვლას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10 თვიან პერიოდს. „წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამას, რომელიც მოიცავს ათთვიან პერიოდს გასაგებ მიზეზთა გამო. ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე მომზადდება „ქართული ოცნების“ […]