ოლივერ ვარჰეი – ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს – განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისი თქმით, 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან არჩევნები უნდა ჩატარდეს და ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან მისი ხალხი არჩევნებზე მიდის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ სენატის უკრაინის დახმარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო – ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის, მისი გადაწყვეტილების გამო, რომ უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარების საკითხი განბლოკოს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებას უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. „ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა […]

ირაკლი ჩიქოვანი – ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ვიდგები ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის გვერდით, ვინც თავდაცვის ძალებში მსახურობს“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლებთან. მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. „თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, […]

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი და უკრაინა, ადრე თუ გვიან, შეთანხმებას მიაღწევენ

უკრაინამ მიიღო დასავლეთის ქვეყნების მითითებები, ებრძოლონ რუსეთს საბოლოო გამარჯვებამდე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გამოქვეყნდა. კითხვაზე, იქნება თუ არა მოლაპარაკებები უკრაინასთან და რატომ არ ყოფილა სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად აქამდე. პუტინმა უპასუხა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები 2022 წელს თითქმის დასრულდა, მაგრამ კიევიდან ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ყველა შეთანხმება […]

ჯონ კირბი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცვლილებაზე – ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვინც უხელმძღვანელებს უკრაინის არმიას

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ იქნება სამხედრო ხელმძღვანელობაში, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვინც უხელმძღვანელებს უკრაინის არმიას. გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან”, – აღნიშნა კირბიმ. ამასთან, ის არ […]

84 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი – ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე და მთავრობის შემადგენლობა 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში მოსმენა და დეპუტატებთან კითხვა-პასუხი, პარლამენტში დღეს 10 საათზე […]

ვინ შეცვლის თორნიკე რიჟვაძეს? – ,,ის პირველი იქნება, ვინც კლანებს შორის ომს შეეწირება”

ლევან ჯავახიშვილი დიდი არეულობა ,,ქართულ ოცნებაში” – როგორც ,,ალიას” წყარო უყვება, ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას პირველი აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე შეეწირება. წყაროსვე თქმით, რიჟვაძის ადგილას მისი აპარატისვე ხელმძღვანელი, ჯაბა სურმანიძე ინიშნება. ,,ალიას” წყარო უყვება – ,,ირაკლი კობახიძე დიდი ხანია თავის დროს ელოდება და რიჟვაძე ყველაზე დაბალი ღობეა ამ კლანურ დაპირისპირებაში. მაგით დაიწყება შიდა ომი და […]

აშშ-ის სენატმა “პროცედურული მხარდაჭერა” გამოუცხადა კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ

აშშ-ის სენატმა 8 თებერვალს მხარი დაუჭირა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკავშირეების დახმარებას. ხუთშაბათს დოკუმენტმა სენატში ე.წ. პროცედურული მხარდაჭერა მოიპოვა. გუშინ კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს კომპრომისული კანონპროექტი, რომელიც შეიცავდა ასიგნებებს საიმიგრაციო პოლიტიკისთვის. ახალ კანონპროექტს ხუთშაბათს მხარი დაუჭირა 67-მა კანონმდებელმა, 32 წინააღმდეგი იყო. სანამ მას დასკვნით კენჭისყრაზე […]

ბაიდენის საქმის გამომძიებლის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტს “ცუდი მახსოვრობა” აქვს

ადვოკატმა რობერტ ჰურმა, რომელიც იძიებდა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქმეს საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით, უარი თქვა დაეწყოთ სამართლებრივი დევნა ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ, თუმცა ანგარიშში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი “ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს” და დაამატა, რომ ბაიდენი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის “მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით”. გამომძიებლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, მაშინ, როცა ის ჩვეულებრივი […]

კობახიძე: სტატუსიდან გამომდინარე მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მისი ახალი სტატუსიდან გამომდინარე მოუწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა. ეს განცხადება მან 8 თებერვალს, მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. “ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ არასოდეს ჩასულხართ სადემარკაციო ხაზთან. აპირებთ თუ არა ხლა მაინც ჩახვიდეთ საოკუპაციო ხაზთან?” – ერთ-ერთი ჟურნალისტის ამ კითხვას კობახიძემ უპასუხა: “ჩემი ახალი სტატუსიდან […]