რუსეთიდან ყავის იმპორტი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს მოხალული ყავის იმპორტი 2022 წელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი, 2021 წელთან შედარებით კი 48%-ით. შესაბამისად, 2023 წელს $14,7 მლნ-ის ღირებულების 1941 ტონა მოხალული ყავის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს $11,4 მლნ-ის (1639 ტონა); 2021 წელს – $7,6 მლნ-ის (1280 ტონა). 2023 წელს მოხალული ყავის მთავარი იმპორტიორები იყვნენ: იტალია, რუსეთი, სომხეთი და თურქეთი. ათეულშია: […]

იაგო კაჭკაჭიშვილი – შესაძლებელია, კორუფციული მადის მოთოკვის თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძის ფიგურა პრემიერის პოსტზე პოზიტიურად განსხვავებული აღმოჩნდეს

ბიძინა ივანიშვილს მოსწყინდა ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობის თავმჯდომარის ყურება და გაერთო – გადააადგილა პრემიერ-მინისტრის ფიგურები,- ასე შეაფასა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძის წარდგენა. ის მიიჩნევს, რომ პრემიერის ჩანაცვლება მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს. „არ ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებას რამე სერიოზული ინსტიტუციური ან პროგრამული საფუძველი აქვს, ან საშინაო ან საგარეო […]

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი – უყოყმანოდ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს ძალას მტრის გასაცამტვერებლად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა უყოყმანოდ გამოიყენებს მთელ თავის სამხედრო ძალას მტრების გასანადგურებლად, თუ რომელიმე მათგანი ძალას გამოიყენებს მის წინააღმდეგ. მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ეს კომენტარი თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის დროს განაცხადა. „თუ მტრები შეეცდებიან ძალის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღებთ გაბედულ გადაწყვეტილებას, შევცვალოთ ისტორია და უყოყმანოდ გამოვიყენოთ მთელი ჩვენი სუპერ […]

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე არის ჩანიშნული. ჩაერთვება თუ არა სასამართლო პროცესს ბრალდებული სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“, ეს ჯერ უცნობია. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გასულ სხდომებზე 7 ნოემბერს დაზარალებულები დაიკითხნენ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 […]

ბაიდენი აღაშფოთა ანგარიშმა „ცუდი მეხსიერების“ შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევისთვის ბრალს არ წაუყენებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. გადაწყვეტილების საფუძველია სპეციალური მრჩევლის(პროკურორის), რობერტ ჰურის ანგარიში. მასში ხაზგასმულია ჯო ბაიდენის ასაკი და ცუდი მეხსიერება. ოფიციალური დოკუმენტები 2023 წლის იანვარში აღმოაჩინეს დელავერში, ჯო ბაიდენის სახლში. დოკუმენტების ნაწილი ბაიდენის სენატორობის, ნაწილი კი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდისაა. მსგავსი დოკუმენტები ნაპოვნი იყო 2022 წელსაც, […]

2023 წელს საქართველოს ფეროშენადნობების ექსპორტი 61%-ით დაეცა, პროდუქციის ფასი განახევრებულია

2023 წელს საქართველოს ფეროშენადნობების სექტორის ექსპორტი 280 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით დაეცა – ასეთი მკვეთრი შემცირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში არცერთხელ არ მომხდარა. ფეროშენადნობები საქართველოს მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომელიც წარსულში ათასობით ადამიანს ასაქმებდა, თუმცა საფასო ვარდნის გამო 2023 წელს ის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. საქსტატის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 157 ათასი ტონა […]

შოკოლადის ბოქსების მწარმოებელი Spacebox-ი პირველი სტენდის გახსნას გეგმავს

შოკოლადის ბოქსების მწარმოებელი ქართული კომპანია Spacebox, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და სხვადასხვა თემატიკის შოკოლადის ბოქსებს აწარმოებს, წელს პირველი სტენდის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ანუკა კაკაბაძემ BM.GE-სთან განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ ახდენს, თუმცა, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სივრცეში საკუთარი სტენდის მოწყობას გეგმავს. „წელს გვინდა, რომ ონლაინ რეჟიმიდან ე.წ. ოფლაინ […]

ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი – რუსეთს სპეციალური ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია

რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის, ჯერჯერობით, არ მიუღწევია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა. „არა, ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა. ეს ეხება ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. კითხვაზე, თუ […]