84 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი – ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე და მთავრობის შემადგენლობა 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა.
ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში მოსმენა და დეპუტატებთან კითხვა-პასუხი, პარლამენტში დღეს 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში