შემოსავლების სამსახური – სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა მომსახურების სრული აღდგენა დროულად მოხდეს. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით. “შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით […]

ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო „ბილტმორში“, ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას თქმით, CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა […]

გია ვოლსკი – ნიკა გვარამია შეიძლება ფორმალურად დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს და დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს სჭირდა, მაგრამ ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა

ის, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, ეს ინტელექტუალური ნაწილი მოიზიდოს და შექმნას დამატებითი პლატფორმა, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი სადღაც შორს წავიდა იმ ორბიტიდან, რასაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტა ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ტერმინი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ რეალურ სახეს იძენს და გვარამია სააკაშვილისგან დისტანცირებით თავის წარსულს მაინც ვერ გაექცევა. „კოლექტიური […]

გიორგი ვაშაძე – საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია – საზოგადოებამ დაინახა, როგორ არის აცდენილი ივანიშვილის ხელისუფლება ქართველ ხალხს და მის პრობლემებს

საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია – საზოგადოებამ დაინახა, როგორ არის აცდენილი ივანიშვილის ხელისუფლება ქართველ ხალხს და მის პრობლემებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა მაშინ, როცა ქვეყანაში ნომერი პირველი პრობლემა უმუშევრობაა, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს იმ საერთაშორისო კომპანიების ქვეყანაში შემოყვანით, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ და ალტერნატიულ ადგილს ეძებენ რეგიონში. „დღეს შემხვდა […]

Visa და Bolt-ის ზამთრის კამპანია დაიწყო

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, Visa და Bolt მგზავრებს განახლებული შეთავაზებებით უბრუნდებიან. Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებულია Visa Winter კატეგორია, რომელიც გულისხმობს მგზავრობებს გუდაურის, ბაკურიანის, სტეფანწმინდის მიმართულებით და უკან. ამ კატეგორიაში მომხმარებლები Visa ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ასევე, ჩამოთვლილ ქალაქებში, Visa-ს ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მგზავრები 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. “ზამთრის კურორტებზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სასრიალოდ, დასასვენებლად წასვლა […]

პარლამენტართა 84 ხმით, ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრია. მას და მის სამთავრობო გუნდს ვუსურვებ მშვიდობას და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის მართვაში

პარლამენტართა 84 ხმით, ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრია. მას და მის სამთავრობო გუნდს ვუსურვებ მშვიდობას და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის მართვაში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მას და მის სამთავრობო გუნდს მშვიდობას და წარმატებებს უსურვებს. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, პასუხისმგებლიანი და გონიერი “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. […]

ბიჭებო და ქალბატონო ანა, თქვენი ლიდერი, თქვენი პარტია და შესაბამისად თქვენ ასოცირდებით ერთ ქართულ სიტყვასთან, რომელსაც ღალატი ჰქვია

„თქვენი ქმედებებით დაეწიეთ და გაასწარით უკვე „ნაცმოძრაობას“ უტიფრობების კეთებაში და ამისი მაინც არ გრცხვენიათ, თუ ღალატის არ გრცხვენიათ?“– ამ კითხვით მიმართა, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო გახარიას პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს – ბიჭებო და ქალბატონო ანა, თქვენი ლიდერი, თქვენი პარტია და შესაბამისად […]

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ – რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას პარტიაზე

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ მოსახლეობას. „მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა იმ საქმესთან […]

მცდელობაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – კახა კალაძე ნიკა გვარამიას პარტიაზე

მცდელობაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – კახა კალაძე ნიკა გვარამიას პარტიაზე „შეიძლება დღეს დაარქვან „ლელო“, გახარიები, „დროა“ და ა.შ. მცდელობა არის ერთი რამ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, ეს არის ძალიან დამძიმებული პარტია და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია“– ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიას […]

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც რუსთავის ბაზრობაზე ოთხი ადამიანი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში […]