ვის ეკუთვნის რესტორან „არაგვის“ ტერიტორია, სადაც ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება

ვის ეკუთვნის რესტორან „არაგვის“ ტერიტორია, რომელზედაც არსებული ინფორმაციით 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ტერიტორია რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და სხვადასხვა საკადასტრო კოდები აქვთ მინიჭებული. 01.15.03.002.011 (340კვ.მ) საკადასტრო კოდზე არსებულ ტერიტორიას 2023 წლის ნოემბრამდე ბექა ფიფია ფლობდა ახლა კი მისი მესაკუთრე შპს „სითი ცენტრია“. (დირექტორი – აკაკი სონგულია, 100% სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი SOFITSA HOLDINGS LIMITED, HE298233 /კვიპროსი/) 2023 […]

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათები 100-მდე ბიზნესმა შექმნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ახლახან ბანკმა ციფრული სასაჩუქრე ბარათი შექმნა, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გაზარდოს გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათს ბიზნესები დამოუკიდებლად, საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ქმნიან და მომხმარებელს წინასწარ დარიცხული, კონკრეტული მოცულობის თანხით სერვისის ან პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სასაჩუქრე ბარათები უკვე შექმნა 100-მდე ბიზნესმა, რომელთა შორის […]

თბილისის მერი – ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს

ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაკავებული მებაჟე საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ კახა კალაძეს სამშენებლო ბიზნესში ფინანსური ინტერესები აქვს და ტვირთებზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, საბაჟო დოკუმენტების ფალსიფიცირება ხდება. „მცდელობა გაქვთ, სისულელეები გაავრცელოთ, სულ სპეკულაციებში და ინტრიგებში […]

„საქსტატი“ – 2023 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და სომხეთში განხორციელდა

2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. „აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 […]

რატი იონათამიშვილი გვარამიას პარტიაზე – ძალიან უხერხულია, ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობდნენ მაშინ, როდესაც მათი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ მოსახლეობას. „მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა […]

მიხეილ სარჯველაძე გვარამიას პარტიაზე – უპერსპექტივო მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“

მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ამ სახელწოდებასთან „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის თაობაზე განაცხადა. სარჯველაძის […]

კახა კალაძე – ოპოზიცია ყველაფერს აპროტესტებს და ჩვენ გვესმის მათი დამოკიდებულება, მაგრამ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ცვლილებები მივიღოთ

ოპოზიცია ყველაფერს აპროტესტებს და ჩვენ გვესმის მათი დამოკიდებულება, მაგრამ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ცვლილებები მივიღოთ,- ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩევნო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძე დარწმუნებულია, რომ ცვლილებები, რომლებიც მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხორციელდება, კეთდება უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. „ოპოზიცია ყველაფერს აპროტესტებს და ჩვენ გვესმის მათი […]

გიორგი ამილახვარი – ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას

ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებენ ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. „ჩემთვის დიდი პატივია მის კაბინეტში მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან […]

იაპონიის საელჩო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტს უმასპინძლებს

იაპონიის საელჩო საქართველოში 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, პიანისტი, მაესტრო უსუი ტოშიკი ერთ-ერთი გამორჩეული იაპონელი შემსრულებელია, რომელის სახელიც ცნობილია მსოფლიოში. „მან აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ მისი საშემსრულებლო ოსტატობით, არამედ საქველმოქმედო საქმიანობითაც, მათ შორის, გამოსარჩევია 2015 წელიდან […]

ღვინის ეროვნული სააგენტო – მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება – ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო

ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა. ღვინის […]