Visa და Bolt-ის ზამთრის კამპანია დაიწყო

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, Visa და Bolt მგზავრებს განახლებული შეთავაზებებით უბრუნდებიან.
Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებულია Visa Winter კატეგორია, რომელიც გულისხმობს მგზავრობებს გუდაურის, ბაკურიანის, სტეფანწმინდის მიმართულებით და უკან. ამ კატეგორიაში მომხმარებლები Visa ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ასევე, ჩამოთვლილ ქალაქებში, Visa-ს ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მგზავრები 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
“ზამთრის კურორტებზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სასრიალოდ, დასასვენებლად წასვლა ყველასთვის საყვარელი აქტივობაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გაგვემარტივებინა გადაადგილება და ცივ ზამთარში თბილი მოგონებების შექმნაში დავხმარებოდით.
Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში, Bolt-ის აპლიკაციაში არაერთი კამპანია გვქონდა აქტიური. ამჯერად მგზავრებს ზამთრის კურორტებზე შეღავათიან და კომფორტულ მგზავრობებს ვთავაზობთ.” – აცხადებენ კომპანია Bolt Georgia-ს წარმომადგენლები.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს