4 მუნიციპალიტეტში აღებული წყლის სინჯის უმრავლესობაში დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021-2023 წლებში ზესტაფონის, გარდაბნის, გურჯაანისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში წყალში გამოვლინდა მიკრობიოლოგიური, ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური ტიპის დარღვევები. კერძოდ: · 2021 წელს აღებული 36 სინჯიდან დარღვევა გამოვლინდა 19-ში; · 2022 წელს — 8 სინჯიდან 8-ში; სააგენტო აცხადებს, რომ დარღვევებიდან გამომდინარე, გაზარდა საკვლევი სინჯების რაოდენობა და 2023 წელს აიღო 77 სინჯი, საიდანაც დარღვევა დაფიქსირდა […]

პაპუაშვილი მოითხოვს პოლიტიკასთან, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებული NGO-ების გამჭვირვალობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხზე პირველი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს. პარლამენტის სპიკერი კვლავ აქცენტს აკეთებს „მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებზე” და აცხადებს, რომ ისინი უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან. „აშკარაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ. უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო […]

უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]

2023 წელს საქართველოდან უცხოეთში სამკურნალო მიზნით, 21700-ით მეტი – 65100 ვიზიტი განხორციელდა

2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით 17.5 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 2.9 პროცენტის მიზანი სწორედ მკურნალობა და გაჯანსაღება იყო. რაც შეეხება 2023 წლის სხვა კვარტლებს, საქართველოდან უცხოეთში მკურნალობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ასეთია: პირველი კვარტალი – 16 ათასი; მეორე კვარტალი […]

„არაგვის“ ნაცვლად 5 ცათამბჯენი – რისი აშენება იგეგმება 16 წლის წინ დანგრეული რესტორნის ადგილზე

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, ყოფილი რესტორნის „არაგვის“ ტერიტორიაზე ხუთი მულტიფუნქციური ცათამბჯენის აშენების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებაზე მოთხოვნა მერიაში უკვე წარდგენილია. 2008 წელს დანგრეული რესტორნის მიწის ნაკვეთის და მიმდებარედ 58 859 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის მფლობელი შპს „სითი ცენტრი“და შპს „სითი ცენტრი 2“ -ია, პროექტის ავტორი კი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა. „ტერიტორიის არეალი არის 58 […]

ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა

ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ეს თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჰეზბოლას ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიცრის მკვლელობის პასუხი იყო. როგორც ცნობილია, ჰეზბოლას თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმის სამიზნე ზემო გალილეის რეგიონში, ქალაქი მერონი იყო, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტია. თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო დარტყმით უპასუხა იმ სამხედრო […]

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ბელგოროდში Ил-76-ის რუსული სამხედრო თვითმფრინავი უკრაინამ Patriot-ით ჩამოაგდო – NYT

ამერიკული გამოცემა New York Times, აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-76 უკრაინამ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩამოაგდო. New York Times-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინამ რუსეთზე იერიშების მიტანის ახალი გზები უნდა განავითაროს. თუმცა, 24 იანვარს Patriot-ით რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვეებიც იყვნენ, ამის თანმდევ რისკებს ასახავს. Patriot-ი თავდაცვითი […]

DUNE-ის პირველი ნაწილი ქართულ კინოგაქირავებაში მეორედ გამოვიდა

ქართულ კინოგაქირავებაში დაბრუნდა 2021 წლის ბლოკბასტერი Dune. ფრენკ ჰერბერტის რომანის დენი ვილნევისეული ეკრანიზაციის ნახვა მაყურებელს 9 თებერვლიდან, Cavea ისთ ფოინთის IMAX დარბაზში შეუძლია. ვილნევის დიუნმა მსოფლიო კინოგაქირავებაში $400 მილიონზე მეტი მოაგროვა. ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, ზენდაია, რებეკა ფერგიუსონი, ჯოშ ბროლინი, ოსკარ აიზეკი, ხავიერ ბარდემი, სტელან სკარშგორდი და დეივ ბატისტა ასრულებენ. 2024 წლის მთავარი […]

BTU AI ჰაკათონი ოფიციალურად გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონის მეორე ტური სტუდენტებისთვის ოფიციალურად დაიწყო. BTU-ს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ჰაკათონში საერთო ჯამში საქართველოს 22 უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 116 გუნდი მონაწილეობდა. მეორე ტურში კი 21 გუნდი და 70-მდე სტუდენტი გადავიდა. ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა შექმნან ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები, რომელსაც შემდეგ საგანმანათლებლო სექტორთან დააკავშირებენ. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, […]