მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციისგან ნომინირებული ადამიანის მხრიდან არჩევნების ჩატარება, რამდენად შეიძლება უპრობლემოდ ითვლებოდეს?

რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას – არჩევნების უპრობლემოდ ჩასატარებლად, ოპოზიციისგან ნომინირებული ადამიანის მხრიდან არჩევნების ჩატარება, რამდენად შეიძლება ითვლებოდეს უპრობლემოდ?- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ამ შეკითხვას პასუხი ყველამ უნდა გასცეს. „საბოლოოდ, ჩვენი გლობალური ამოცანა – ეს არის, რომ არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდეს. რიტორიკულად ვსვამ ამ […]
ჯოზეფ ბორელი – ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს. როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე“, – წერს […]
თამარ კორძაია – ჩემთვის ამ პროცესში მიუღებელი პრეზიდენტის უფლებამოსილებების მინიმუმამდე დაყვანა, მართლა ფორმალურად ქცევაა

თქვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები კონსენსუსზე არის თუ არა ორიენტირებული? – ჩემთვის ამ პროცესში მიუღებელი პრეზიდენტის უფლებამოსილებების მინიმუმამდე დაყვანა, მართლა ფორმალურად ქცევაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატები „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მისივე თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები იურიდიული თვალსაზრისით არ მოდის წინააღმდეგობაში არც კონსტიტუციასთან, არც სხვა კანონთან, მაგრამ […]
რომან გოცირიძე – რატომ არის საქართველო ერთადერთი, რომელსაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის? – იმიტომ, რომ ევროპის არც ერთ ქვეყანაში ერთი კაცი არ მართავს ქვეყანას!

სხვანაირად დავსვათ საკითხი – რატომ არის საქართველო ერთადერთი, უნიკალური და გამონაკლისი, როდესაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის -ვენეციის კომისიაში იმიტომ გაგზავნეთ, რომ მოელოდით, ასე ვთქვათ, თქვენთვის სასარგებლო პასუხს. თქვენთვის სასარგებლო პასუხი ვერ მიიღეთ და ვენეციის კომისიას დასცინით,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც […]
გია ვოლსკი – გამოდის, ვერასდროს ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან – მათთან შეთანხმება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ“

გამოდის, რომ ვერასდროს ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან და ოპოზიციასთან შეთანხმება, თქვენ იცით, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა. მან მომხსენებელ გივი მიქანაძეს კითხვით მიმართა, ძალაში რჩება თუ […]
ანა ნაცვლიშვილი – დაარიგეთ პროექტის ის ვერსია, რასაც ახლა ტრინუბიდან გვიკითხავთ – 21-ე საუკუნეში კანონშემოქმედებითი პროცესი ზეპირსიტვიერი არ არის!

დაარიგეთ პროექტის ის ვერსია, რასაც ახლა ტრინუბიდან გვიკითხავთ – 21-ე საუკუნეში კანონშემოქმედებითი პროცესი ზეპირსიტვიერი არ არის! – ეს განცხადება უმრავლესობის მისამართით “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილბების პროექტის მეორე მომსნეით განხილვა მიმდინარეობს. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის განსახილველი ვერსია ოპოზიციისთვის ხელმისაწვდომი არ არის – მისი არც წერილობითი ვარიანტი აქვთ […]
ნიკა მელია – ვაწარმოებ ორ პარტიასთან მოლაპარაკებას, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მაგრამ საარჩევნო ნომრით დაგვეხმარება – ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევაზე არ ვსაუბრობთ

ნებისმიერი ტიპის გაერთიანება – პარტიული, პარტიებს შორის, თვითმიზანი და მიზანი არ არის. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მიზნის მიღწევის შესაძლებლობა და საშუალება – საუბარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მელიას თქმით, ის აქტიურ პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიას უახლოეს პერიოდში […]
ბჟანია მოსკოვში ლავროვს და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებში ოფიციალური შეხვედრები გამართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დე ფაქტო პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის შედგა. შესაბამის ინფორმაციასა და ფოტომასალას რუსული და აფხაზური მედია ავრცელებს. ოფიციალური ცნობითვე, მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გაიმართა. მოსკოვში […]
საქსტატი: საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებში გასულ წელს 2 მილიარდი ლარი დახარჯეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს რეზიდენტები 2.8 მილიონჯერ გავიდნენ საზღვარგარეთ, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი (იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე), რაც 43.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2023 წელს ყველაზე […]
ტაკერ კარლსონის ინტერვიუ პუტინთან – მთავარი აქცენტები

ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაანონსებული ინტერვიუ. ინტერვიუს დაწყებამდე კარლსონმა განაცხადა, რომ იგი ძირითადად ომს ეხება და ხაზი გაუსვა: „ინტერვიუს დასაწყისში ყველაზე ცხადი კითხვა დავსვით: რატომ გააკეთეთ ეს [შეიჭერით უკრაინაში]? პასუხად პუტინმა რუსეთის ისტორია მოგვიყვა [..] საბოლოოდ დავასკვენით, რაც ჩვენ ვნახეთ, მიგვაჩნია, რომ გულწრფელია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა – ვლადიმერ […]