ამერიკიდან შემოდის 1 წლით ძველი ნუში, რომელსაც სასარგებლო თვისებები აღარ აქვს – თორნიკე ლათათია

„ამერიკიდან შემოდის 1 წლით ძველი ნუში“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ ნუშის გაზრდილი იმპორტისა და ექსპორტის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მომაკვდინებელი არაა, მაგრამ ის დადებითი თვისებები, რის გამოც ნუშს მოიხმარენ, ამ პროდუქტს აღარ აქვს. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ იმპორტის გაზრდაში რაღაც […]

“რეგიონებში იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები” – TI-მ კორუფციის რუკა გამოაქვეყნა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (Transparency International Georgia) კორუფციის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც აღნიშნულია 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს რეგიონებში კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. TI ადგენს, რომ თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები წლების მანძილზე მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შესყიდველებისგან. დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს […]

ბექა ბასილაია – მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ბრალდების პოლიტიკურ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა

საპარლამენტო განხილვისას მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, წარმოდგენილი ბრალდების პოლიტიკურ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს განცხადებები არის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომ მომავალში სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა, მსგავსი, კანონით მისთვის მინიჭებული, უფლებით სარგებლობის. „გუშინ […]

ალექსანდრ სირსკი – მხოლოდ ცვლილებებით და ბრძოლის საშუალებების გაუმჯობესებით შევძლებთ გამარჯვების გზაზე წარმატების მიღწევას

მხოლოდ ცვლილებები და ბრძოლის საშუალებებისა და მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ წარმატებას გამარჯვების გზაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლად დანიშნული მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თქმით, დღის წესრიგში ახალი ამოცანებია დასახული. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამხედრო სამეთაურო ორგანოების, ფორმირებების, შენაერთებისა და ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა, ფრონტის საჭიროებების გათვალისწინებით”, […]

ვაჟა აზარაშვილს 10 თებერვალს, მახათას პანთეონში დაკრძალავენ

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ხვალ, 10 თებერვალს დაკრძალავენ. მას ქაშუეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაიკრძალება. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი […]

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – ვენეციის კომისია ხატი და ჭეშმარიტება არ არის – ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს და თუ თქვენ იმის უნარი არა გაქვთ, რომ არგუმენტირებულად შეეპასუხოთ, ჩვენ ამის უნარი და მანდატი გაგვაჩნია

ვენეციის კომისია ხატი და ჭეშმარიტება არ არის – ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს და თუ თქვენ იმის უნარი არა გაქვთ, რომ არგუმენტირებულად შეეპასუხოთ, ჩვენ ამის უნარი და მანდატი გაგვაჩნია, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილი მიიჩვევს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ნონსენსი ჩაიწერა. “ჩვენი არგუმენტია, რომ […]

არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილის განცხადება, რომ „რუსთაველის გავსება შესაძლებელია“, დესტაბილიზაციისკენ მოწოდებაა – მას აქვს გარე მხარდაჭერა და არ არის გამორიცხული, გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი

ვინც პატიმრობაში არ არის, რუსთაველზე გასეირნების უფლება ყველას აქვს! – სააკაშვილს აქვს გარე მხარდაჭერაც და გამორიცხული არ არის სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. თალაკვაძის თქმით, მისი განცხადება, რომ „რუსთაველის გავსება შესაძლებელია“, დესტაბილიზაციისკენ მოწოდებაა და „მეორე სერია იქნება ის, რომ […]

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ. მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, საგრანტო კონკურსის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ხელახლა გამოსაცხადებლად, […]

სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს დაკრძალავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, 12 თებერვალს მსახიობს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ასევე, დღეს საღამოდან 11 თებერვლის ჩათვლით პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში იქნება (მის: დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის 21, მეექვსე სადარბაზო, მესამე სართული). სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის […]

ბექა ოდიშარია – მაქვს ინფორმაცია, სააკაშვილმა უთხრა ზურაბიშვილს, „იქნებ რამენაირად გადმოვიტანოთ პროცესები რუსთაველზეო”, მაგრამ სალომემ უთხრა, „არ შემიძლია ორბელიანიდან ლეიბზე გადმოსვლაო” – სააკაშვილს გამჩენი არ ასვენებს

მე მაქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა სალომე ზურაბიშვილს, რომ “გადმოვიტანოთ იქნებ რამენაირად პროცესები რუსთაველზეო”, მაგრამ სალომემ უთხრა, რომ „მე არ შემიძლია ორბელიანიდან ლეიბზე გადმოსვლაო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რუსთაველს გამზირის გადაკეტვას, ბლოკირებას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს. „მე მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა უთხრა სალომე ზურაბიშვილს, რომ „გადმოვიტანოთ […]