2200 გაყიდული ავტომობილი – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გასულ წელს აჯამებს

საავტომობილო ინდუსტრიისათვის გასული 2023 წელი რამდენიმე მიმართულებით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი: თითქმის სრულად აღმოიფხვრა საწარმოო კომპონენტების დეფიციტი, მოწესრიგდა მიწოდების პროცესიც. ამას დაერთო საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან, რუსეთიდან, გასვლისა და ალტერნატიული ბაზრების მოძიების აუცილებლობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აფასებენ მსოფლიო ავტომწარმოებლები და დილერები შარშანდელ წელს. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“, რომელმაც გაყიდვების რაოდენობა, 2022-თან შედარებით, გააორმაგა. გასულ […]

ბაკურიანი 10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

10-11 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. შპს „მთის ტრასების სააგენტოს” ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს. “საქართველოს სახელით დავით თედიაშვილი გამოვა. საშეჯიბრო ტრასას კი ქართველი ათლეტები: ლაშა კურტანიძე […]

ოცნება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

ოცნება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 7. კანონპროექტის თანახმად, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი კანდიდატის მოადგილის თანამდებობა, რომელსაც ამჟამად ლელოს წევრი, გიორგი სიორაძე იკავებს. გარდა ამისა, იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრების არჩევის წესი. ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის […]

რას იწერენ ქართველები ყველაზე ხშირად უცხოეთიდან? – Kiwi Post-ის მონაცემები

2023 წელს, ქართველებმა საზღვარგარეთიდან რეკორდული რაოდენობისა და ღირებულების ამანათები გამოიწერეს – საუბარია 500 მილიონის ღირებულების 7 მილიონ ამანათზე, რაც, წლიურად, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუ წლების წინ, ქართველები უცხოეთიდან უმეტესწილად ელექტრონიკას იწერდნენ, დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა, რადგან ადამიანები ონლაინ მაღაზიების მიმართ უფრო დიდი ნდობით განეწყვნენ. როგორც Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, გამოწერილი […]

დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და არ მოვახვევინოთ თავს ისეთი კანონები, რომლებიც ჯერ რომელიღაც აქაური პოლიტიკური პარტიის ახირებაა

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. „კონსენსუსზე იყო მოწოდება, თუმცა ძალიან ძნელია კონსენსუსი იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებენ და, პარალელურად, ევროპის ქვეყნებში კაბინეტებში დარბიან, საქართველო არ მიიღოთ ევროკავშირში და არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსიო, შემდეგ კი ამაში […]

არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან როგორც არჩევნების დამკვირვებლები ან აქტივობის დამფინანსებლები

არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან როგორც არჩევნების დამკვირვებლები ან აქტივობის დამფინანსებლები არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი […]

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხალხის არჩეულ […]

ვალერი ზალუჟნისა და კირილო ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნისა და კირილო ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის ეს წოდება მიენიჭა “უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისთვისა და განსაკუთრებული პირადი მიღწევებისთვის”. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კირილო ბუდანოვს ორდენი გადაეცა […]

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

რამდენიმე საათიანი დისკუსიისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი უყარა. “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი 81-ხმით, 7-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღეს. მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში […]

ვალერი ზალუჟნიმ და კირილ ბუდანოვმა უკრაინის გმირის წოდება მიიღეს

გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაშია აღნიშნული. დოკუმენტში განმარტებულია, რომ გმირის წოდება გენერალს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავ სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიენიჭა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო […]