თენგიზ შარმანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე – განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო – არ ვიცი, სად მიიღო ასეთი „განათლება“

განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს – წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა. როგორც თენგიზ შარმანაშვილმა […]
ანა წითლიძე – სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ ოპოზიციის მთავარ ლიდერს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი 600 000 პერსონალური ხმა აქვს, ციხეში იქნება

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ ოპოზიციის მთავარ ლიდერს, რომელსაც აქვს 600 000 პერსონალური ხმა ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი, ციხეში იქნება და არ ექნება შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიის ჩატარების, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გამარჯვების კოალიციის” […]
პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავერცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. „სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის […]
ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში ვიზიტისას აქტიური კონსულტაციები მექნება, რაც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტისას მას ექნება აქტიური კონსულტაციები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კობახიძემ განუცხადა. „მას შემდეგ რაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ, ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლობა. გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. დეტალურად განვიხილავთ, […]
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. ბრძანების გამოცემიდან, ყველა მინისტრი ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Epic Games, Eras Tour, Moana 2 – “დისნეიმ” მასშტაბური სიახლეები დააანონსა

8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ Disney ცნობილი ვიდეო თამაშის, Fortnite-ის შემქმნელ სტუდია Epic Games-თან ითანამშრომლებს, რაც კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოჩენა იქნება თამაშების სექტორში. განახლებები გავრცელდა ტეილორ სვიფტის კონცერტ-ფილმის, The Era’s Tour-ისა და “მოანას” შესახებაც. The Wolt Disney Co. Epic Games-ს $1.5 მილიარდს გადაუხდის ისეთი თამაშების შექმნისთვის, რომლებიც Disney-ის, Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ისა და Avatar-ის […]
Wizz Air -მა 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა

Wizz Air -მა 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. გასულ წელს, ვიზეარი -თ 60 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2022 წელთან შედარებით, ავიაკომპანიისთვის 32%-იანი ზრდისა და ყველაზე მაღალი მგზავრთნაკადის მოძრაობის მაჩვენებელია. 2023 წელს Wizz Air -მა 100-მდე ახალი მარშრუტი აამოქმედა, ფლოტში დაამატა 32 სრულიად ახალი A321 neo თვითმფრინავი და დაფარა 263 000 000 კილომეტრის ცაში. ავიაკომპანიამ […]
რომელაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონის 1-ელ კვარტალში, N20 კორპუსის მიმდებარედ, 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. რომელაშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე, გზის კეთილმოწყობამდე 100 მეტრი გრძივი და 6 მეტრი სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, ასევე, ტროტუარი მოეწყო. კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი, 300 მეტრ […]
2200 გაყიდული ავტომობილი – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გასულ წელს აჯამებს

საავტომობილო ინდუსტრიისათვის გასული 2023 წელი რამდენიმე მიმართულებით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი: თითქმის სრულად აღმოიფხვრა საწარმოო კომპონენტების დეფიციტი, მოწესრიგდა მიწოდების პროცესიც. ამას დაერთო საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან, რუსეთიდან, გასვლისა და ალტერნატიული ბაზრების მოძიების აუცილებლობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აფასებენ მსოფლიო ავტომწარმოებლები და დილერები შარშანდელ წელს. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“, რომელმაც გაყიდვების რაოდენობა, 2022-თან შედარებით, გააორმაგა. გასულ […]
ბაკურიანი 10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

10-11 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით დავით თედიაშვილი გამოვა. საშეჯიბრო ტრასას კი ქართველი ათლეტები: ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გახსნიან. საერთაშორისო […]