პერსონალურ მონაცემთა შესახებ ახალი ნორმები ამოქმედდება – რა ვალდებულებები უჩნდებათ კომპანიებს

მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიზანიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მონაცემთა სუბიექტის უფლებების გაზრდაა. ამის შესახებ ვრცლად „ქალების ნარატივში“ JG Counselor-ის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი შენგელიამ ისაუბრა. „ 1-ლი მარტიდან ცვლილებების საფუძველზე კომპანიებში უნდა შეიქმნას ახალი საშტატო ახალი პოზიცია – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი“, რომელიც სავალდებულო ხდება საჯარო დაწესებულებებში იყოს […]

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით რეალიზების საქმეებზე მოკვლევა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. “საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის […]

ამერიკული ავიამოერიშეები, როგორც თურქეთ-ამერიკის დიპლომატიური ჭიდილის იარაღი

ერთწლიანი მოლაპარაკებები და დიპლომატიური ბრძოლა დასრულებულია – თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, საპასუხოდ კი ამერიკა მზადაა, თურქეთს ეფ-16-ები გადასცეს. რა მნიშვნელობა აქვს ეფ-16-ების თურქეთისთვის გადაცემას რას შეცვლის ეს შეთანხმება ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებში. Facebook Forum

კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო მოკვლევა ფარმაცევტულ ბაზარზე

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტების შესწავლის საფუძველი 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვაა. “საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, […]

2023 წელს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 36,7%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა ჯამში $79,4 მლნ შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან ($58 მლნ) შედარებით 36,7%-ით მეტია. გასულ წელს საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით $59,7 მლნ ღირებულების მსხვილფეხა საქონელი ერაყში გავიდა, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – $19,2 მლნ-ით, ირანი – $0,38 მლნ-ით და სომხეთი – $0.34 მლნ-ით. 2022 წელთან შედარებით, გასულ წელს […]

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს” – „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორი

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს”,- ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სკი კროსის დისციპლინაში 12 ქვეყანა და 60 ათლეტია წარმოდგენილი. ,,ბაკურიანში, დიდველზე პირველი საფინალო დღეა სკი კროსის დისციპლინაში. აბსოლუტურად განსხვავებული სანახაობაა, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ შოუს ვიხილავთ. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები […]

ალექსეი გარანი – ზალუჟნის გათავისუფლებაში გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ მას საზოგადოებაში და სამხედროებში მაღალი რეიტინგი ჰქონდა

გენერალ ზალუჟნის გენერალ სირსკით ჩანაცვლებაზე, რა მოლოდინები აქვთ კიევში იმაზე, მიიღებს თუ არა აშშ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, უკრაინაზე პუტინის ბოლო განცხადებებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კიევო-მოგილევსკი აკადემიის პროფესორს, ფონდ „დემოკრატიული ინიციატივების“ სამეცნიერო დირექტორს, ალექსეი გარანს ესაუბრა. – ბატონო ალექსეი, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გენერალ ზალუჟნის თანამდებობიდან განთავისუფლების თემა აქტუალურ და შესაბამისად ამ საკითხით უნდა დავიწყოთ თქვენთან […]

ევროკავშირმა საბიუჯეტო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა საბიუჯეტო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს. ევროპარლამენტმა და წევრმა ქვეყნებმა 16 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის საბიუჯეტო წესების რეფორმების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ინვესტიციების გაზრდასა და ხარჯების კონტროლის ქვეშ მოქცევას ისახავს მიზნად. შეთანხმების ტექსტი მიმდინარე წესების განახლებას ახდენს, რომელიც ცნობილია როგორც „სტაბილურობისა და ზრდის პაქტი“ და 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს. 10 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 31 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 23 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს. რუსების მიერ განხორციელებული შეტევების ძირითად მიმართულებებს ხარკოვისა და ოდესის ოლქები წარმოადგენდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების […]

პაკისტანში, საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, თავს გამარჯვებულად ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია მიიჩნევს

პაკისტანში, საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია თავს გამარჯვებულად თვლის. Reuter-ის ინფორმაციით, პაკისტანი ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ნავაზ შარიფმა და იმრან ხანმა არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადეს, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვეს. გამოცემა წერს, რომ შარიფის პარტია არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა იმრან ხანის პარტიამ ბლოკის სხვა პარტიებთან ერთად პაკისტანის პარლამენტში ჯამურად უფრო მეტი […]