OpenAI-ის შემოსავლებმა $2-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა

Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექგიგანტის, Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის შემოსავლებმა გასული წლის დეკემბერში $2 მილიარდს გადააჭარბა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის ფინანსებზე წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. OpenAI 2025 წლისთვის ზემოხსენებული შედეგის გაორმაგებას გეგმავს. ის საკუთარ მიზნებს იმ მზარდ ინტერესზე აფუძნებს, რომელიც კერძო კომპანიებისაგან მოდის. […]
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური შტაბის უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი გენერალ-ლეიტენანტ სერგი შაპტალას ნაცვლად დანიშნა. ზელენსკიმ ამის შესახებ საღამოს მიმართვაში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ამის რეკომენდაცია უკრაინის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ მისცა. “დღეს შევხვდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სარდლობას, ასევე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს. აი, შეხვედრების შედეგები: ჯერ შევცვალე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის […]
„მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორი – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს,- ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 12 ქვეყანა და 60 ათლეტია წარმოდგენილი. “ბაკურიანში, დიდველზე პირველი საფინალო დღეა სკი კროსის დისციპლინაში. აბსოლუტურად განსხვავებული სანახაობაა, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ შოუს ვიხილავთ. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს. არა მარტო […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს! ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, მაშინ როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე.
მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა. „ბასიანთან“ შეკრებილები იყვნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები. მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, […]
აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. The Hill-ის ცნობით, 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა, მათ შორის, 14-მა „რესპუბლიკელმა“ დაუჭირა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც კანონპროექტი […]
რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს. 10 თებერვლის ღამეს რუსებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ხარკოვს დაარტყეს. დარტყმის შედეგად ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და 15 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობი დაახლოებით 3700 კვადრატული მეტრი […]
ოპოზიციამ რიტორიკა უნდა შეცვალოს – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: “როდესაც ოპოზიცია სადღეგრძელოებით და ლოზუნგებით გამოდის, ახლა უკვე პრემიერ კობახიძის რიცხვებით და ფაქტებით მანიპულაციასთან ოპოზიციური რიტორიკა ხდება უსუსური და უსარგებლო. ოპოზიციამ რიტორიკა უნდა შეცვალოს. პირველ რიგში, მოეშვას ყალბ პათეტიკას და უხარისხო ლოზუნგებს, გადავიდეს ფაქტების და მონაცემების რეჟიმზე.”- წერს გამზარდია. Next: ვულოცავთ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის […]
არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი – არჩილ თალაკვაძე

ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს და გამჭვირვალობის სტანდარტს უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული. „ვეთანხმები შალვა პაპუაშვილს, რომ ანგარიშვალდებულება უნდა ვაჩვენოთ ჩვენც, რომლებსაც გვთხოვენ, ანგარიშვალდებული […]
გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, დღეს სალომეს რაღაც იქნება – კახა კალაძე

ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, სიახლე არაფერია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ და პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ. „ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს […]