სელექციონერები D3 ვიტამინით გამდიდრებულ პომიდორზე იმუშავებენ

სამხრეთ კორეის ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ G+FLAS Life Sciences-მა და Bayer AG-მა, ბოსტნეულის თესლის ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ ითანამშრომლონ პომიდვრის ახალი სახეობების შემუშავებაზე, რომლებიც გამდიდრებული იქნება D3 ვიტამინით. ამის შესახებ Fruitnet-ი იუწყება. „განზრახვის ეს წერილი ხაზს უსვამს G+FLAS-ისა და Bayer AG-ის საერთო ინტერესს პომიდვრის თესლის შემუშავებაში, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს მაღალ კომერციულ სტანდარტებს, […]

ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე, გიგა კობალაძის დაკვეთით, „სტუდია მონიტორი“, მორიგ ყალბ სიუჟეტს ამზადებს

კუთვნილი ჰონორარების მითვისების საქმის თაობაზე საქართველოს პროკურატურას გამოძიების თხოვნით მივმართეთ. განცხადებას თან ერთვის არაერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, ადასტურებს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ (GCA) თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ წლების განმავლობაში ჩვენი კუთვნილი თანხების მითვისებასა და გაფლანგვას. აღნიშნულის დასადასტურებლად, გასულ წელს GCA ჩატარებული აუდიტორული შემოწმების მასალებიც კმარა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აუდიტის დასკვნები ვერ მოიცავდნენ სრულად […]

ვულოცავთ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან – ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

ვულოცავთ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან – ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. „ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, […]

სერია A მნიშვნელოვნად შეიცვლება? – წამყვანმა გუნდებმა ინიციატივა პრეზიდენტს უკვე წარუდგინეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, სერია A-ში გუნდების რაოდენობა შესაძლოა, 20-დან 18-მდე შემცირდეს. აღნიშნულის ინიციატორები წამყვანი კლუბები “მილანი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” არიან. მათი წარმომადგენლები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას უკვე შეხვდნენ და ინიციატივა გააცნეს. FIGC ამ საკითხზე იმსჯელებს და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს დღეს დაკრძალავენ

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს დღეს დაკრძალავენ. მას ქაშვეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაიკრძალება. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, […]

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა და ორივე ლიდერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსება სწრაფად დაამტკიცოს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განუცხადა […]

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიწის გატანა დატერასების სამუშაოები დასრულებულია, ასევე აღდგენილია კომუნიკაციები. მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რაც შეეხება სტიქიის ზონიდან გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი დაბრუნდებიან სახლებში, თუ მოხდება მათი გასახლება.

“დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა” – ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?

“დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა” – ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე? · 1 129 მათ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 18 წლის ასაკ­ში გა­ი­გეს, რომ ტყუ­პი დები არი­ან, რომ­ლე­ბიც 2005 წელს გა­აშ­ვი­ლეს… ანა ფან­ჩუ­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­მა იშ­ვი­ლა, ელე­ნე – დე­ი­სა­ძე­ე­ბის. ანას […]

ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს – ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ […]

ავაგიმიანმა ბათუმის “დინამოს” უარი შეუთვალა

“ჩერნომორეცის” 26 წლის ნახევარმცველმა არტურ ავაგიმიანმა Ua-Football-ს განუცხდა, რომ ზამთარში მისი დამატება ბათუმის “დინამოს” სურდა. მანვე აღნიშნა, რომ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, რადგან მთლიანად ოდესურ გუნდზეა კონცენტრირებული და შემდგომ შესაძლო ტრანსფერზე ზაფხულში იფიქრებს. ავაგიმიანს ასევე უთამაშია “მარიუპოლში”, “ოლექსანდეიასა” და კიევის “არსენალში”. მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებასაც იცავდა. ბათუმის გორის დილა ყურადღებით […]