პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა

პოლიციამ თბილისში, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. „მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 […]
მედია – ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი, რომელიც 13-14 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, მოულოდნელად გადადო, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Challenges-ი ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოგზაურობის არჩეული თარიღი არ იყო საბოლოო და მათ გადაწყვიტეს მისი შეცვლა, რათა მეტი დრო დაეთმოთ მაკრონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. Challenges-ის ინფორმაციით, ვიზიტის ახალი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. გამოცემა […]
კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. “ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნიკაციებს ვაწარმოებთ კლინიკებთან და […]
რეკორდული $4.1 მლრდ შემოსავალი ტურიზმიდან და 7.1 მლნ საერთაშორისო მოგზაური – 2023 წლის სტატისტიკა

რეკორდული $4.1 მლრდ შემოსავალი ტურიზმიდან და 7.1 მლნ საერთაშორისო მოგზაური – 2023 წლის სტატისტიკა 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი […]
ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს – 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ

ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს – 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ამ პროექტზე მუშაობა თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად მიმდინარეობს. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სწორად უნდა გაკეთდეს, ისე რომ მან შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჩვენ […]
უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება – შარლ მიშელი

დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთსა და ნატოს შესახებ შარლ მიშელის გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 75 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება. მათ არ მოაქვთ მეტი უსაფრთხოება და მშვიდობა მსოფლიოში. პირიქით, ისინი კვლავ ხაზს […]
ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 12 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძეების, მინდელის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, საქანელას, სანაპიროს, ქუთათელაძის, მესხიას, თაბუკაშვილის, ლაღიძის და […]
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პლანეტაზე მიმდინარე პროცესების ფონზე საფრთხეები იზრდება…” უკრაინასა და დასავლეთში ჯარის ახალი სარდალი ბევრ კითხვებს წარმოშობს – ვინ არის ოლექსანდრ სირსკი დავით ზურაბიშვილი – “ზურაბიშვილი შესაძლოა გადადგეს და ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა” რატომ შეწყვიტა ოპოზიციამ აქციები – “ხალხში იმ ემოციის გადმოტანა, რომ […]
მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციიდან ნაწილმა გამიჯვნის პროცესი წამოიწყო და სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები

წამოიწყეს რაღაც პროცესი, მათ შორის, გამიჯვნის, გასვლის და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები არიან. “მათ სურვილი აქვთ, სუფთა […]
ლევან დავითაშვილი – ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს არის მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი, „ნაციონალური მოძრაობა“, ბოროტი ძალა

ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ ჩვენ გვყავს ერთის მხრივ ძირითადი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ და ასევე გვყავს სხვა ახალი პარტიები. წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი – „ნაციონალური მოძრაობა“ – ბოროტი ძალა, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაატყო, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, […]