რა ტენდენციები იკვეთება გლობალურ საავტომობილო ბაზარზე? – კახა ლომიძის შეფასება

ბოლო წლებში, საქართველო ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის ჰაბად ჩამოყალიბდა. 2021-2023 წლებში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 365%-ით გაიზარდა და 2023 წელს რეკორდული $2.126 მილიარდს მიაღწია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ის ტოლია. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი და უცხოელი აშშ-ის აუქციონებზე ავტოდილერები ავტომობილებს ყიდულობენ, არემონტებენ და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ექსპორტზე გაჰყავთ. ამგვარად, ამ ბიზნესში ჩართული არიან არამხოლოდ ლოგისტიკური […]

კოსტავაზე Hilton-ის მშენებლობა განახლდება – როგორია კორექტირებული პროექტი

კოსტავაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის შეჩერებული მშენებლობა განახლდება. მერიამ შპს „გრანატს“ მშენებლობის გაგრძელების უფლება და კორექტირებული ესკიზური პროექტის განხორციელების ნებართვა მისცა, გარდა ამისა კომპანიას მიმდებარე გზის, ტროტუარის, კუნძულის და პანდუსის მოწყობის მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოების უფლებაც მიენიჭა. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, კომპანია შეთანხმებულ პროექტში რამდენიმე ცვლილებაზე ნებართვას ელოდება, მათ […]

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოკუპანტები ხარკოვის რაიონის ქალაქ ლიუბოტინს S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობების ფასადები. ტერიტორიების დათვალიერება გრძელდება“, – წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში. ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, […]

აშშ-ის სენატმა წინ წაიწია უკრაინის დახმარების პაკეტზე

მცირედი განსხვავებით დაყოფილმა აშშ-ის სენატმა წინ წაიწია უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის განკუთვნილი, 95,34 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტზე – მიუხედავად წინააღმდეგობისა რესპუბლიკელი რადიკალების და დონალდ ტრამპის მხრიდან. დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედმა სენატმა ხმათა თანაფარდობით 67-27 უყარა კენჭი უკანასკნელი პროცედურული წინაღობის მოხსნას და გზა გაუხსნა ამ საკითხზე საბოლოო კენჭისყრას, მომავალ დღეებში. ამ დახმარებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიევი, […]

“კვარაცხელია” “მილანს” მარტო ეთამაშება” – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

სერია A-ს 24-ე ტურში “მილანი” “ნაპოლის” მასპინძლობს და მეტოქე პირველ ტაიმში 1:0 დაამარცხა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილომ Rai-ს ეთერში მატჩის პირველი ტაიმი შეაფასა. “ნაპოლიმ” დაცვაში შეცდომა დაუშვა, რასაც ერნანდესის გოლი მოჰყვა. შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია ყველას წინააღმდეგ მარტო თამაშობს. მეორე ტაიმში ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა პერილომ. შეგახსენებთ, “მილანს” “ნაპოლი” შინ 2014 წლის შემდეგ […]

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ალექსანდერ სტუბმა გაიმარჯვა

11 თებერვალს ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ეროვნული კოალიციის პარტიის ცენტრისტულმა-მემარჯვენე კანდიდატმა ალექსანდერ სტუბმა გაიმარჯვა. მისი მეტოქე მწვანეთა პარტიის პეკა ჰაავისტო იყო, რომელმაც არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. ფინეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, დათვლილია ხმების 99.7%, საიდანაც სტუბმა 51.6% აიღო, ხოლო ჰაავისტომ 48.4%. გამარჯვების შემდეგ სტუბმა ფინეთის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და არჩევნებში გამარჯვებას მისი სიცოცხლის […]

მახინჯაურში ტყეში ხანძარია

მახინჯაურში ტყეში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ეკალ-ბარდზე არის გავრცელებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, სოფელში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ქვა-ღორღის კარიერული წესით მოპოვება სოფელში განსაკუთრებულ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ, სასმელ წყალთან დაკავშირებით. ადგილობრივები მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ შეწყდეს სამუშაოები წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ. “სოფელს საფრთხეს უქმნიან. წყალი არ გვექნება და უამრავი საფრთხე გაჩნდება. ვითხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ”,- აცხადებენ […]

,,რამდენიმე დღეა ვაპირებ დავწერო ეს სტატუსი, თავს ვიკავებდი, მაგრამ…” – ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,რამდენიმე დღეა ვაპირებ დავწერო ეს სტატუსი, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც, ვფიქრობ, რომ ჯობია გამვიხილო ეს საკითხი. რა შედეგს მოიტანს, ის რაც ბასიანთან მოხდა ორი დღის წინ?! ყველას აქვს უფლება აკეთოს, ის რაც მას სურს და როგორც სხვას აქვს შეკრების უფლება, ასევე ამ ხალხსაც, თუ ისინი სხვის უფლებებს არ დარღვევენ. […]

გახარია: 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია საქართველოსთვის არ გაუერთიანდება არავის, წერტილი

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას კვლავ იმეორებს, რომ მისი პარტია არჩევნებისთვის არავის გაუერთიანდება. თუმცა, ამის მიუხედავად, გახარია ამბობს, რომ ზეპარტიულ საკითხებზე, შესაძლოა, ვიღაცებთან თანხვედრა ჰქონდეთ. რაც შეეხება უშუალოდ ზურაბიშვილის ინიციატივას, გახარიას თქმით, ბუნდოვანია. “დიდი ხანია უკვე ვამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია საქართველოსთვის არ გაუერთიანდება არავის. წერტილი. ერთხელ ვთქვით, ვიმეორებთ. […]