აშერმა სუპერ ბოულის შესვენება გააფორმა – [VIDEO]

2024 წლის სუპერ ბოულის შესვენების შოუ აშერმა გააფორმა. არენბი მუსიკოსის გარდა სცენაზე ალიშა ქისი, Ludacris, ჯერმეინ დუპრი, Lil Jon და H.E.R. გამოვიდნენ. წელს ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალში ერთმანეთს Kansas City Chiefs და San Francisco 49ers დაუპირისპირდნენ. თამაში კანზასელების სასარგებლოდ, ანგარიშით 25:22 დასრულდა.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” შეხვედრა გამართა

სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სააგენტოს დირექტორი და მოადგილე, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის წარმომადგენლები, ასევე საბროკერო კომპანიები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 […]
ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ რაფაზე, არის მსხვერპლი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში ორი მძევალი გაათავისუფლეს, ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მანამდე, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ რაფაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ვრცელდება ცნობები 60-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. ოპერაციის დეტალებს ისრაელის ოფიციალური პირები არ ასაჯაროებენ. თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ოპერაციას “შთამბეჭდავი” უწოდა. ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში […]
ნაცნობს ჯერ სცემეს, მერე ესროლეს – ჯგუფური მკვლელობისთვის ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. – ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, […]
თბილისში +16, +18 გრადუსამდე დათბება – ამინდი 15 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. დედაქალაქში – თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი […]
ლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, კვლავ ჰოსპიტალიზებულია. მათი ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია. ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. მის მოვალეობებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კეტლინ ჰიქსი ასრულებს. “თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა […]
თბილისში 8 000-მდე აბონენტს დღეს გაზი არ ექნება – ქუჩების ჩამონათვალი

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაზიანებულ გაზსადენზე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო,12 თებერვალს, 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე 8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება. გაზის მიწოდება შეუწყდება: მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს “აპექს ლისის” საცხოვრებელი კორპუსების, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 3, 3ა, 5, 7, 9, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11, 13, 15, 15ა, […]
რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.
ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

ფორმულას ინფორმაციით, ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე 50-წლამდე კაცის მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. მკვლელობა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავსა და კისერში ჰქონდა ნასროლი. მეზობლების თქმით, მოკლული ქურდულ სამყაროსთან იყო დაკავშირებული და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და […]
შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 12 თებერვალს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება. მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძეების, მინდელის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]