პესკოვის თქმით, პუტინის სომხეთში ვიზიტისთვის, საჭიროა გარანტიების მიღება, რომ არ დაიჭერენ

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტისთვის საჭიროა კონკრეტული გარანტიების მიღება. სომხეთმა გასულ წელს დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირება, 2024 წლის თებერვლიდან კი მას უკვე შეუერთდა. რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდება. ICJ-ის გაცემული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების […]
მოლდოვა აცხადებს, რომ რუსეთის ჩამოვარდნილი დრონი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს

უკრაინის მეზობელ მოლდოვაში ჩამოვარდნილი რუსეთის დრონი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს – აცხადებს მოლდავეთის პოლიცია. მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ დაგმო რუსეთის “ბარბაროსული თავდასხმები” უკრაინაზე. მოლდავეთის პოლიციამ 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ “შაჰედის” ტიპის დრონის ნაწილების შემოწმებისას აღმოაჩინეს 50 კილოგრამის მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერება. დრონი ჩამოვარდა მოლდოვის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეტულიას სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან. პოლიციის თქმით, მოპოვებული და […]
რობინ დანიგანი ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე – შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად

აშშ-ის მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი და ქართველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდრიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა და […]
ფინეთის ახალი პრეზიდენტი – უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება

ფინეთმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა. ის გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით. „აშშ-ის საარჩევნო კამპანიები ფინეთის არჩევნებისგან ძალიან განსხვავდება და გამოყენებული რიტორიკა საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში ჩვენი წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა. სტუბმა აღნიშნა, რომ […]
იუსტიციის სამინისტრო – 2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და ქვეყანაში 130 იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს

იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა, რის შედეგადაც 2023 წლისთვის იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა 118-ამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და 130 იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს მთელ საქართველოში. იუსტიციის სახლის თავმჯდომარის, ლაშა ლობჯანიძის განცხადებით, უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარეობს იუსტიციის […]
ირაკლი ზარქუა – ეჭვი მაქვს სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურიც დაიშლება

სალომე ზურაბიშვილი მგონი თავის რადიკალ პარტნიორებზე ეჭვიანობს – ერთი პერიოდი ზენიტში იყო, ახლა ყველას დაავიწყდა და ახალი წინადადებით შემოვიდა, რომ რადიკალები, მარგინალები და ხელმოცარულები გააერთიანოს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, “მათი ამოცანაა, კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან და რევოლუციური ქაოსი დაიგეგმოს”. “მე მგონია, რომ ქალაბატონი სალომე ეჭვიანობს უკვე თავის პარტნიორებთან […]
მაია ბითაძე – ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მუქარა კიდევ ერთი დასტურია, რომ „ლელომ“ გადაწყვიტა გახდეს რადიკალური ოპოზიციის ფლაგმანი

ძალიან არ მიყვარს ზოგადად ადამიანებზე პერსონალურად საუბარი, თუმცა უკვე ისეთ განცხადებებს ვისმენთ „ლელოსგან“ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ რეპრესიების ახალი ტალღა დააანონსა პრაქტიკულად. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ გარდა იმისა რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ კარგი მეხსიერება გვაქვს და ძალიან კარგად გვახსოვს რას ნიშნავს რეპრესიები და გადასახლება და გადმოსახლება, როგორც ჩვენი წინაპრების ასევე ცოტა დროის წინ, როდესაც […]
რუსეთმა ბრიტანეთის 18 მოქალაქე დაუმატა სანქციების სიას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 12 თებერვალს აცხადებს, რომ ბრიტანეთის 18 მოქალაქე დაუმატა სანქციების სიას, რუსეთის “დემონიზაციის” და უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის “რეჟიმის” მხარდაჭერის გამო. 18 პირს შორის არიან თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები და წამყვანი ანალიტიკოსები – მათ შორის სახელმწიფო მინისტრი თავდაცვის შესყიდვებში, ჯეიმს კარტლიჯი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ეროვნული უშიშროების მრჩევლის მოადგილე, სარა მაკინტოში, წყალქვეშა ხომალდების დირექტორი, საიმონ […]
უკვე ისეთ განცხადებებს ვისმენთ „ლელოსგან“ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ რეპრესიების ახალი ტალღა დააანონსა – მაია ბითაძე

უკვე ისეთ განცხადებებს ვისმენთ „ლელოსგან“ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ რეპრესიების ახალი ტალღა დააანონსა – მაია ბითაძე “ძალიან არ მიყვარს ზოგადად ადამიანებზე პერსონალურად საუბარი, თუმცა უკვე ისეთ განცხადებებს ვისმენთ „ლელოსგან“ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ რეპრესიების ახალი ტალღა დააანონსა პრაქტიკულად. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ გარდა იმისა რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ კარგი მეხსიერება გვაქვს და ძალიან კარგად […]
კობახიძის მთავრობა მეტ გამჭვირვალობას აანონსებს

„გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოითხოვს ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. „ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს […]