მოსკოვი ერევნისგან „გარანტიებს“ ელის, რომ პუტინის სომხეთში არ დააკავებენ

რუსეთმა სომხეთისგან „გარკვეული გარანტიები“ უნდა მიიღოს, ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. ეს განცხადება მან სომხეთის მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის, იგივე ჰააგის სასამართლოს სტატუტის რატიფიკაციასთან დაკავშირებით გააკეთა. საქმე იმაშია, რომ სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და სომხეთი ვალდებული იქნება, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, თუ იგი სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. პესკოვის თქმით, სომხეთის შეერთება სტატუტისადმი ნეგატიურად აისახება მოსკოვი-ერევნის […]
თბილისის საკრებულოში განმარტავენ, რატომ გადაარქვეს გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩას სახელი

სოციალურ მედიაში გავრცელდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2023 წლის განკარგულება, რომლის თანახმად, ჩუღურეთის რაიონში არსებულ გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩას სახელი გადაერქვა და მიენიჭა ენათმეცნიერის, თამაზ გამყრელიძის სახელი: დრამატურგი გაბრიელ სუნდუკიანი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მე-19 საუკუნის საქართველოს თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში, მისი პიესები მუდმივად იდგმებოდა თბილისის სცენებზე, რომლებშიც თამაშობდნენ სხვადასხვა თაობის გამორჩეული მსახიობები და მწერლებიც: აკაკი წერეთელი, ვასო […]
ნიკა გვარამია ჯერ პროკურორი იყო – „რკინის ხელით“ მართავდა სისტემას, შემდეგ ე.წ. ჰიპსტერი გახდა, ახლა კი ქართული პოლიტიკის თანამედროვე აპოთეოზად მოგვევლინა

ნიკა გვარამია ჯერ პროკურორი იყო – „რკინის ხელით“ მართავდა სისტემას, შემდეგ ე.წ. ჰიპსტერი გახდა, ახლა კი ქართული პოლიტიკის თანამედროვე აპოთეოზად მოგვევლინა „რამდენ კურდღელსაც არ უნდა სდიოს ნიკა გვარამიამ, „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი არ გამოვა, რადგან არსებობს ისტორიული მეხსიერება, არქივი, რომელიც არ იწვის და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ […]
„ანაკლიის პორტი უნდა გადავიდეს კერძო სექტორის ხელში“ – ზურაბ მაღრაძე

შესაძლოა პირველ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს 51%, აქ ანომალია არაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ანაკლიის პორტის საკუთრება უნდა გადავიდეს კერძო სექტორის ხელში, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორმა ზურაბ მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსხვილი ევროპული პორტების დაფუძნებასა და ოპერირებაში მონაწილეობს კერძო სექტორი და პორტის მართვა სახელმწიფოს საქმე არ არის. „ჩვენ თუ ვიტყვით, რომ პორტს […]
“რუსეთი კიბოზე უარესია, მისი საცეცები ყველგანაა”, – ლატვიის პარლამენტის სპიკერი

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პარლამენტის სპიკერები ვაშინგტონში ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდნენ. ისინი დასავლელ კოლეგებს უხსნიან, რომ დრო გადამწყვეტია და თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ნატოს წევრ, ქვეყნებს შეუქმნის საფრთხეს. ინტერვიუ ლატვიის პარლამენტის სპიკერ დაიგა მიერინასთან.
შენგელიას “ვირტუსმა” სერია A-ში “სკაფატი” გაანადგურა

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” “სკაფატის” უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით – 94:67 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულის, 4 მოხსნისა, 7 პასის, 1 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. “ვირტუს ბოლონია” მეტოქეს პირველივე […]
HRW: უცხოური დახმარების კლება და თალიბანის მმართველობა უარყოფითად აისახა ავღანეთის ჯანდაცვაზე

უცხოური დახმარების მკვეთრი კლება მძიმედ აისახა ავღანეთის ჯანდაცვის სისტემაზე, გაიზარდა საკვების ნაკლებობით გამოწვეული “გამოფიტვა და არასაკმარისი სამედიცინო დახმარების შედეგად განვითარებული დაავადებები” – წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში. HRW ასევე აცხადებს, რომ თალიბანის მხრიდან ქალებისთვის და გოგონებისთვის დაწესებული შეზღუდვები ართულებს ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე, რაც ძირს უთხრის მილიონობით ავღანელის უფლებას მიიღოს საჭირო […]
ცესკოს თავმჯდომარე აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად. მან ელჩთან […]
აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ევანგელისტურ ეკლესიაში ქალმა ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა

აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ევანგელისტურ ეკლესიაში, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს, ქალმა დაახლოებით 5 წლის ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა. პოლიციის ორმა ოფიცერმა, რომლებიც ამ დროს სამსახურებრივ ვალდებულებას არ ასრულებდნენ, მსროლელი სასიკვდლოდ მანამდე დაჭრეს, სანამ ის ვინმეს მოკვლას მოასწრებდა. ჰიუსტონის პოლიციის უფროსის, ტროი ფინერის, თქმით, შემთხვევა ლეიქვუდის ეკლესიაში ადგილობრივი დროით 2 საათამდე მოხდა, სანამ ესპანურენოვანი პარაკლისი დაიწყებოდა. დაშავებულები […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.02 თეთრით გაუფასურდა. 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6524 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8582 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი – 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.86 ლარად.