აუდიტის სამსახური – 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ახალი კურსდამთავრებულების – 2.6%

არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას, ­- ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ექიმების და ექთნების უმეტესობა კონცენტრირებული იყო თბილისში. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული […]

მაია ბითაძე – ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება – როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება!

ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება – როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება! – ამის შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და განმარტებები გააკეთა. ბითაძის ინფორმაციით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება, ხოლო ამ […]

NBC – უკრაინისა და ისრაელის დაფინანსების კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს

უკრაინისა და ისრაელის დაფინანსების კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს , – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრა ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოითხოვა. ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯონსონსა […]

ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ტრანსკონტინენტური ვაჭრობის პაქტს მოაწერეს ხელი

ინდოეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა ტრანსკონტინენტური ვაჭრობის შესახებ პაქტს ხელი მოაწერეს. პაქტის მიზანია სავაჭრო დერეფნის შექმნა, რაც ევროპას და აზიას დააკავშირებს. აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ. შეთანხმება ტრანსკონტინენტურ ვაჭრობაზე ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას შედგა. ოფიციალური განცხადება პაქტის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. თავდაპირველად, ორ ქვეყანას შორის ტრანსკონტინენტური […]

15-17 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): […]

პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო”. – ნათქვამია […]

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის იანვარში 287 637 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის იმავე თვის მონაცემებზე 25%-ით მეტია. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia -ში განმარტავენ, ბათუმის აეროპორტი მიმდინარე წლის იანვარში 29 178 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გასულ […]

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა. flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია. ამ რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მგზავრებმა არ იციან, […]

კიევის ცნობით, ჩაძირეს რუსული სამხედრო გემი, რომელიც 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული სადესანტო გემი “ცეზარ კუნიკოვი”, 14 თებერვლის დილას ჩაიძირა. გენერალური შტაბის განცხადებით, ეს იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ცნობებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა 14 თებერვლის დილას, განაცხადეს, რომ ღამით უკრაინის ცხრა დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის ოთხი – შავი […]

საქართველოს ბანკსა და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი, რეგიონების მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარლებში, ბათუმში, რუსთაველის #20 – ში, სასტუმრო Hampton by Hilton აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, ბანკის […]