ჩრდილოეთზე იერიშის შემდეგ, ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმები მიიტანა

მას შემდეგ, რაც ლიბანიდან ისრაელზე, სავარაუდოდ, ჰეზბოლას თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები მიიტანა. IDF-მა თავდაპირველად გაავრცელა განცხადება, რომ მათ ავიაგამანადგურებლებს ლიბანის ტერიტორიაზე “ფართომასშტაბური” იერიშები მიჰქონდათ და დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით დაწერდნენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს დარტყმების შედეგი. ლიბანის ტერიტორიიდან მიტანილი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ქალაქი საფედი და […]

ეგვიპტე უარყოფს, რომ შესაძლოა ისრაელთან დადებული სამშვიდობო ზავი დატოვონ

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეჰ შუქრიმ თქვა, რომ რაფაში ისრაელის ოპერაციის მიუხედავად, ეგვიპტე ისრაელთან 1979 წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმების ერთგული დარჩება. სამეჰ შუქრის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რამდენად იმოქმედებს ისრაელის ოპერაცია რაფაში მათი ურთიერთობის დინამიკაზე. “ისრაელსა და ეგვიპტეს შორის უკვე 40 წელია, რაც სამშვიდობო შეთანხმება არსებობს და ასე გავაგრძელებთ” – თქვა სამეჰ შუქრიმ. The Wall […]

ბორტზე ასაფეთქებლის არსებობა არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება დასრულდა – ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. ქარქაშაძის თქმით, მგზავრების შემოწმება დასრულდა და ისინი გაფრენის დარბაზში იმყოფებიან. “ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო […]

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება. ამის შესახებ აეროპორტის გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, თვითმფრინავში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რაც შეეხება ბარსელონას მიმართულებით ფრენას, ის 19:00-ზე საათზე შესრულდება. მგზავრები უკვე იმყოფებიან ასაფრენ დარბაზში. ჩაინიშნა ფრენები ყველა გადადებულ რეისზე და ისინი ეტაპობრივად განხორციელდება. „ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, […]

გარემოს დაცვის სამინისტრო – მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება

საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია – მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის […]

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის […]

პეტრე ცისკარიშვილი – არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენი მიზანია, საქართველოს ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად გადაქცევა, მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ისე, რომ არავინ საქართველოს აღარ ტოვებდეს

არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენი მიზანია, ეკონომიკის გაძლიერება, საქართველოს ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად გადაქცევა, მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ისე, რომ არავინ საქართველოს აღარ ტოვებდეს, აქ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, ირჩინონ საკუთარი თავი და ოჯახები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ფიქრი და „ნაციონალური […]

რუსეთის „ელჩმა“ აფხაზ ვეტერანებს უპასუხა

რუსეთის „ელჩმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში მიხაილ შურგალინმა უპასუხა აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილს. „არუაას“ ლიდერმა ტიმურ გულიამ რუს დიპლომატს “ფსოუს” ე.წ გამშვებ პუნქტზე ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკითხვის გამო მიმართა. წერილში მითითებული იყო, რომ 3 თებერვალს „უმიზეზოდ დააკავეს და საათნახევარზე მეტხანს კითხავდნენ ვეტერან, „სიმამაცისთვის“ მედლის მფლობელ ჟურნალისტს ემა ხოჯაას“. გარდა ამისა, ვეტერნები მიუთითებდნენ რუსეთის ხელისუფლების […]

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი ლაპარაკობს “უაღრესად კომპლექსურ” ფრონტის ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი, ოლექსანდრ სირსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება უაღრესად გართულებულია, იმ ფონზე, როცა რუსეთი დამატებით ძალებს და შეიარაღებას ახმარს თავისი მიზნის მიღწევას – აღმოსავლეთში მდებარე უკრაინის ძალების ბასტიონების, ავდეევკის და კუპიანსკის დაკავებას. უკრაინა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლეთის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებაზე, განიცდის ტყვია-წამლის და სამხედრო აღჭურვილობის ნაკლებობას ფრონტის ხაზზე და […]

დემბელე: “ბარსელონაში” დიდი ტკივილი მომაყენეს

“პარი სენ ჟერმენის” გარემარბმა უსმან დემბელემ “ბარსელონაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. ფრანგი შემტევის თქმით, “ბლაუგრანაში” უამრავი რამ ისწავლა და არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია. “ბარსელონაში” მაშინ გადავედი, როდესაც 20 წლის ვიყავი. იქ დიდი ტკივილი მომაყენეს, თუმცა რთულ პერიოდში უამრავი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, იმავე ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა გაიაროს”, – განაცხადა დემბელემ Sport.es-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, დემბელე “ბლაუგრანას” ღირსებას […]