1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6483 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6483 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6517 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8339 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8569 ლარს შეადგენდა. […]

იენს სტოლტენბერგი – უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლო

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდის ჩაძირვის ფაქტს გამოეხმაურა. „უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო. მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს შავი ზღვა რუსული […]

საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტებისა და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართება

საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტები და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი სიახლეები – ამ თემაზე 15 თებერვალს შეხვედრა გაიმართება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება იმართება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მასპინძლობით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი იქნება მოცულობითი კვლევა ქართული ბიზნესისთვის, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 თებერვალს 10:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსანი, ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი და მიმდებარე სოფელბში; 10:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში აბანოსხევი, ჭოპორტტი, მლაშე, ბაგა, ბაზალეთი, მისაქციელი, ყარსიმაანთკარი და […]

Geely Auto – „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატებული სვლა და 3 თვეში გაყიდული მარაგი

2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ბევრი მიმართულებით წარმატებული გამოდგა – მათ შორის Tegeta Cars-ში შემავალი­ ბრენდისთვის, Geely Sakartvelo-სთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა და სამ თვეში მარაგი სრულად ამოწურა – 51 ერთეული Coolray გაყიდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2024 წელი კომპანიამ მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებით დაიწყო და „ჯილის“ შოურუმში ახალი მოდელი, Geely Tugella წარმოადგინა. წინ […]

ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ვიორელ მოშანუს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ეუთო-ს 2024 წლის დღის წესრიგი და პრიორიტეტები. შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარებაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმდინარეობა. […]

შემოსავლების სამსახური – ფიზიკური პირის ქონების/აქტივის მიწოდებაზე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდად განსაზღვრულია კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა

ფიზიკური პირის ქონების/აქტივის მიწოდებაზე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდად განსაზღვრულია კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათვე ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, (მიღების თარიღი 05.04.2023) რომლის მიხედვით ფიზიკური პირისთვის, რომელიც არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციიდან იღებს ნამეტ შემოსავალს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო […]

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან ვიორელ მოშანუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. მათივე […]

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი-ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს. „ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე კავკასიონის თოვლიან მთებს, ალჟირის უძველეს კლდოვან […]

ტაქსისტები, ძარცვა და საშიში გზები — ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩინელ ტურისტებს აფრთხილებს

ჩინეთის საელჩო საქართველოში ტურისტებად ჩამოსულ ჩინეთის მოქალაქეებს საშიში გზების, ძარცვების გახშირებულ შემთხვევებსა და არაკეთილსინდისიერი ტაქსის მძღოლების შესახებ აფრთხილებს. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ პირად უსაფრთხოებასა და კუთვნილ ნივთებს. „ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ძარცვის შემთხვევები. ზოგმა ჩინელმა ტურისტმა, [შედეგად], დაკარგა დოკუმენტები და განიცადა ფინანსური ზარალი. ასევე, ზამთარში საქართველოში წვიმს და თოვს და ცუდი საგზაო პირობებია. ზოგი […]