Ნაცრისფერის ჩრდილები – Რა წერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში საქართველოზე

“სამწუხაროდ, ამ წლის ანგარიში ცხადყოფს დაღმავალ ტენდენციას მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც თან ახლავს გეოპოლიტიკური დაძაბულობა და გაურკვეველი ეკონომიკური მომავალი”, – წერს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უსაფრთხოების ფორუმის თავმჯდომარე, ქრისტოფ ჰოისგენი მიუნხენის კონფერენციის დოკუმენტში. ანგარიში 8 თავისგან შედგება და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის თავშია განხილული, რომლის ქვესათაურად ავტორებმა ნაცრისფერი ზონის ჩრდილები შეარჩიეს. მიუნხენის კონფერენცია 1963 წლის გვიან შემოდგომაზე […]
ზელენსკი რუსული ხომალდის განადგურებაზე: შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს რუსული დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურების შედეგად “რუსეთის ტერორისტული ობიექტებისგან შავი ზღვის გაწმენდის” პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ 14 თებერვალს ვიდეომიმართვისას ისაუბრა. “მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს – მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და მეტი […]
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მას-მედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრება ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 13 თებერვალს დაიწყო, დღეს კი სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ჯიკიჩი სასტუმრო “ქორთიართ თბილისში” მას-მედიას წარუდგინეს. ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ და გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ წარადგინეს. ჯიკიჩის მისასალმებელი სიტყვა ლაკონური და საქმიანი იყო: “დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველა თქვენთაგანს იმ დიდი ინტერესისთვის, […]
IPN: დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, ის ე.წ უდოს კომისიის მეშვეობით გათავისუფლდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს, ანუ პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავიაუფლების კომისისიის გადაწყვეტილებით მოხდა. ამის შესახებ ადვოკატმა გამოცემა ინტერპრესნიუსთან ისაუბრა. “შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან და, შესაბამისად, ოფიციალური დეტალები არ ჩაგვბარებია, მაგრამ შემიძლია დაიდასტუროთ, რომ დღეს საღამოს […]
ცისკარიშვილი: არავინ განდობს მიკროჩიპების წარმოებას ქვეყანას, რომელიც რუსეთთან მეგობრობს

ძალიან საინტერესოა მიმართულება, რაზეც ბოლო პერიოდში გაჩნდა დინამიკა, ეს არის მაღალტექნოლოგიური წარმოება, პროცესორები, მიკროჩიპები, ყველანაირი ნახევარგამტარები. ადრე, 15-20-30 წლის წინ ასეთი ტიპის წარმოებებისთვის მნიშვნელოვანი იყო დიდი რაოდენობით ხალხი, კვალიფიციური მუშახელი, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა და ამიტომ მოხდა, რომ შორეული აზიის აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარდა ეს წარმოება. ახლა კი არის პოტენციალი, რომ მანქანა დანადგარების შესაბამისი კაპიტალური ინვესტიციის შედეგად […]
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური ამბობს, რომ ფრონტზე უკიდურესად რთული ვითარებაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური ამბობს, რომ ფრონტზე უკიდურესად რთული ვითარებაა. მისი განმარტებით, თვეების განმავლობაში ავდიივსკისა და კუპიანსკის აღების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ რუსეთი ახლა ფრონტზე ახალ ძალებსა და აღჭურვილობას აგზავნის. უკრაინას სამხედრო ტექნიკა, ამუნიცია და საჰაერო თავდაცვის რაკეტები თანდათან უფრო და უფრო აკლდება. რუსეთი კი სამოქალაქო მოსახლეობისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. “საოპერაციო/სამოქმედო გარემო […]
უკრაინის დახმარების ბედი წარმომადგენელთა პალატის ხელშია

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, პიტ სეშენსი საუბრობს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზე. იქამდე 70 ხმით 29-ის წინააღმდეგ ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტს კანონად იქცეს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს. ამ დროისთვის უცნობია, დაუჭერენ თუ არა მხარს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები […]
,, არავისთან ვაჭრობაზე არ წავსულვართ“ – თორნიკე მამალაძე

დეკანოზის ძმა გიორგი მამალაძის გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ვერ აკონრკრეტებს, რის საფუძველზე დატოვა სასულიერო პირმა საპყრობილე. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ ეკა მიშველაძის “საჯარო პოლიტიკაში” ისაუბრა. მამა გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ მისი ძმა მას ჯერ კიევ საპყრობილიდან დაუკავშირდა და გათავისუფლების ამბავიც იქიდან ამცნო. ამასტან, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მეტი დეტალი უკვე ხვალ გახდება ცნობილი. ,,ერთაერთი ინფორმაცია, […]
ადვოკატის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის(პირობით ვადამდე გათავისუფლების) საშუალებით მოხდა. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე. „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან და, შესაბამისად, ოფიციალური დეტალები არ ჩაგვბარებია, მაგრამ […]
თორნიკე მამალაძე: დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გამოუშვეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე იყო მსჯავრდებული 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს მისი ძმა, თორნიკე მამალაძე. გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ოჯახის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისუფალია და სხვა დეტალებს ჯერ კიდევ არკვევს. “უდოს კომისიაზეც იყო მიმართული, შეწყალებაზეც იყო მიმართული”, – ამბობს ადვოკატი. დეკანოზი გიორგი […]