ეზიდები ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ

15-16 თებერვალს საქართველოს ეზიდური თემი წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. „ეზიდთა წარმოდგენაში, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევაა

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე. რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევში. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა. კლიჩკომ კიეველებს მოუწოდა, თავშესაფრები არ დატოვონ. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აფეთქებებია დნიპროსა და ზაპოროჟიეშიც. BBC-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქ ლვოვშიც. ჯერჯერობით გაურკვეველია აფეთქებები გამოწვეულია რუსული რაკეტების მიზანში მოხვედრით, თუ […]

ფისტას საექსპორტო ფასი 300%-ითაა გაზრდილი

საქსტატის მონაცემებით, ფისტას იმპორტი 70%-თაა გაზრდილი. 2023 წელს 3.3 მლნ-ის 1710 ტონა ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი ფისტა შემოვიდა ქვეყანაში, 2022 წელს 2.2 მლნ-ის 1010 ტონა. გასულ წელს ფოსტას მთავარი იმპორტიორები თურქეთი და აშშ იყვნენ. ამასთან, ამერიკული ფისტა დაახლოებით 40%-ით ძვირია თურქულზე. ფისტას იმპორტიორების სრული სია ასეთია: თურქეთი – $1.75 მლნ-ის ფისტა შემოვიდა (1054 ტონა); აშშ […]

ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 15 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის და სანაპიროს ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელი ლისის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი […]

საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტებისა და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართება

საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტები და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი სიახლეები – ამ თემაზე 15 თებერვალს შეხვედრა გაიმართება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება იმართება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მასპინძლობით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი იქნება მოცულობითი კვლევა ქართული ბიზნესისთვის, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც […]

ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები – რაფაჰში ისრაელის სახმელეთო შეტევა კატასტროფული იქნება

ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ისრაელი გააფრთხილეს, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სახმელეთო შეტევის დაწყება კატასტროფული იქნება. „ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ისრაელი გეგმავს სახმელეთო შეტევას რაფაჰში“, – ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი სამხედრო ქმედება ტერიტორიაზე, სადაც თითქმის 1.5 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს, კატასტროფული იქნება. ავსტრალიის, კანადისა […]

ირაკლი ჩიქოვანი – „ლელოს“ არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული – ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის სტაბილურობის ფაქტორი

მგონია, რომ [“ლელოს”] ძალიან არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული. ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ­ამომრჩევლისთვის, არამედ, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, არის სტაბილურობის ფაქტორი. ეს არის ობიექტური რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „ადამიანს იმდენი აქვს ნაღვაწი საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს სასარგებლოდ და მეორეს მხრივ, ისეთ დროს და […]

“SME სექტორს ციფრული გადაწყვეტებისთვის ფინანსები მოპოვება ძალიან უჭირს” – ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები ტურიზმში

ევროპული ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ ტურისტულ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული შესაბამისი სტანდარტის ვებგვერდი, არ აქვთ სერვისების ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემები, თითქმის არ იყენებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებს. ქართული საწარმოებისათვის კიდევ ერთ დაბრკოლებას ციფრული მარკეტინგის განვითარება წარმოადგენს. კვლევის ავტორების შეფასებით, კერძო სექტორის მიერ […]

ისრაელმა ლიბანზე დარტყმები განახორციელა, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

ლიბანში, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას მედია საშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სოფელ სუანეში ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა, სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბატიეში კი – ერთი ოჯახის ოთხი წევრი. ამასთან, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში თავდასხმების დროს მათი ორი მებრძოლი მოკლეს. ისრაელის თავდაცვის […]

უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია

უკრაინაში განგაშია გამოცხადებული რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის გამო. უკრაინის საჰაერო ძალებმა დააფიქსირეს მურმანსკის ოლქიდან წამოსული რუსული ბომბდამშენები Ту-95мс. მოქალაქეებს თავშესაფრებსა და სხვა უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდეს. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათისთვის დაიწყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებიდან და მოგვიანებით გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. მანამდე რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში […]