ვის გაეთიშება დღეს დენი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის და სანაპიროს ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელი ლისის, ფერმწერთა და ვარაზის […]

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახსნის. შეხვედრას ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ცხოველთა დამცველები დაესწრებიან. პროექტის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაა. მოხდება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ასევე მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. მკაცრად გაკონტროლდება შინაური ცხოველების გამრავლებაც. დგინდება […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6517 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8339 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8569 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0230 ლარი შეადგინა.

ვის მიყიდა m²-მა 7102 კვ.მ. მიწა ელბაქიძეზე, სადაც მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა

თბილისის ცენტრალურ უბანში 7102 კვ.მ. მიწა ფხაკაძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ m²-სგან გასულ წელს იყიდა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიწა 2023 წლის მარტში შპს „ვერე უძრავი ქონებისგან“ შპს „ვერის აღმართს“ გადაეცა. „ვერის აღმართი“ 2023 წლის მარტში დარეგისტრირდა, მისი დირექტორი პაატა რურუაა, ხოლო წილის მფლობელები არიან: შპს მარდიელი ინვესთმენთი (20%), სს მენეჯმენტ ფროფერთი (20%), ციალა დარჩიაშვილი […]

ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ესპანეთში, გრანადაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში ახალგაზრდებს შორის, პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ქართველმა ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ 214,1 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროს მედალი ყირგიზ სპორტსმენს ხვდა წილად, ვერცხლის მედალი კი გერმანელ ტყვიის მსროლელს ერგო. აღსანიშნავია, რომ იოანე ხვარეშიამ მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება პირველად შეძლო.

მირქმა — მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

„მირქმა“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მიხუტებას, მკერდზე მიკვრას. საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული. შობიდან ორმოცი დღის შემდეგ, მოსეს სჯულის თანახმად, ქრისტე იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ამავე დროს დედა ღვთისმშობელმა შეასრულა განწმენდისა და მსხვერპლშეწირვის წესი. ამიტომ ქრისტეშობიდან ორმოცი დღის შემდეგ (2/15 თებერვალს) ეკლესიაში ვდღესასწაულობთ უფლის მირქმას (ე.ი. შეხვედრას). ყრმა ქრისტეს შეხვედრა მოხუც სიმეონთან და წინასწარმეტყველ […]

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაშია

National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი-ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს. “ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე კავკასიონის თოვლიან მთებს, ალჟირის უძველეს კლდოვან ხელოვნებას“, – წერს National Geographic და საქართველოს შემდეგი ქვესათაურით აღწერს: „სათხილამურო […]

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული – კიევში, დნიპროში, ზაპოროჟიესა და ლვოვში აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების და რუსული Ту-95мс ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის. მისი ინფორმაციით, კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მერმა დედაქალაქის მოსახლეობას სთხოვა, არ დატოვონ თავშესაფრები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის დნიპროში, […]

მართლმადიდებლები მირქმას ზეიმობენ

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას – მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა). სვიმეონ მიმრქმელს ჩვენება ჰქონდა, რომ იქამდე არ მიიცვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნად მოსულ მაცხოვარს […]

ბაპტისტური თემი მირქმას დღესასწაულობს

ბაპტისტური თემი დღეს მირქმას დღესასწაულობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ახალშობილი იესო მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა, რომელსაც ჰქონდა ჩვენება, რომ მაცხოვრის უხილავად არ მიიცვლებოდა. მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ თემს უფლის მიგებების დღესასწაულს, მშვიდობას და წარმატებებს […]