Financial Times – უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, – ამის შესახებ Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის სამიზნეც რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია იყო. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა […]
გიორგი რუხაძე – იმ კონსპირაციულ თეორიებს რომ დავუჯეროთ, რასაც „ოცნება“ ამბობს, ხელისუფლებისთვის უარესია – გამოდის, „ნაცმოძრაობა“ ახერხებს, რომ ტყუილი მოახვედროს მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში და შენ რას ახერხებ, როგორც ხელისუფლება?

წინა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე რას აკეთებდა და ამბობდა, ეს უკვე გავლილი გვაქვს. ხანდახან სჯობს, რომ საერთოდ არაფერი თქვა. მე მგონია, რომ ახალი პრემიერი წინა პრემიერისგან განსხვავებით უცოდინარი და უვიცი არ არის, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, როდესაც ისაუბრა მიუნხენის კონფერენციაზე და მის მნიშვნელობაზე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი […]
იენს სტოლტენბერგი – ნატო-მ ის წევრებიც უნდა დაიცვას, რომლებიც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავენ

ნატო-მ ის წევრებიც უნდა დაიცვას, რომლებიც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. „მე-5 მუხლი, ვალდებულება, რომ ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს – ალიანსის გულს წარმოადგენს. ეს ვალდებულება ყველა მოკავშირე სახელმწიფოზე ვრცელდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ხარჯების […]
დავით კირკიტაძე – ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ “საარჩევნო კოდექსში” ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა

ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ “საარჩევნო კოდექსში” ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია. “ეს ზღუდავს ოპოზიციის ჩართულობას პროცესებში. ივანიშვილი პარტიას მიაჩნია, რომ ამით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვერც ერთი […]
კახა კალაძე სააკაშვილის ინიციატივაზე – ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საჭიროება აქვს, რომ სკოლაში ატაროს თავისი ადამიანები, ვინც ხმას ითვლის

არ ვიცი, ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საჭიროება აქვს, რომ სკოლაში ატაროს თავისი ადამიანები, ვინც ხმას ითვლის. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იარონ, არანაირი პრობლემა არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ხმების მცველი სკოლის შექმნას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება და რეალური შესაძლებლობა […]
‘საქპატენტი” განცხადებას ავრცელებს

“საქპატენტი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ აკრედიტაციის კონკურსის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა. „გუშინ, 14 თებერვალს ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა. სიუჟეტში ნახსენები იყო საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი ქოლგა ორგანიზაციების მიერ საქპატენტისთვის გაგზავნილი წერილი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნული […]
აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბირთვული იარაღის კოსმოსში გაშვებას გეგმავს

აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს, ატომური იარაღი კოსმოსში გამოცადოს. აშშ-ს დაზვერვამ რუსეთის ეს მცდელობა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ მოიხსენია. აშშ-ს დაზვერვამ აღნიშნული კლასიფიცირებული ინფორმაცია 14 თებერვალს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კონგრესმენებს წარუდგინა. მათი ცნობით, რუსეთმა ატომური იარაღი შესაძლოა დასავლურ სატელიტებზე თავდასასხმელად გამოიყენოს. თეთრ სახლთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით The Telegraph-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენი […]
ტრამპმა „კომპლიმენტად“ აღიქვა ბაიდენის შესახებ პუტინის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ისევ იბრძვის თეთრ სახლში დასაბრუნებლად, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან კომპლიმენტი უწოდა მის განცხადებას, რომ ტრამპს ბაიდენი ურჩევნია. 2024 წლის ნოემბერში აშშ-ში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, დიდი ალბათობით, ერთმანეთს ისევ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან. სწორედ ამას ეხებოდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 1“-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინის მიერ პრეზიდენტ […]
“ბარსელონა” სამ გარემარბს აკვირდება, კვარაცხელია კი ფავორიტია” – რას წერს Mundo Deportivo შესაძლო ტრანსფერზე?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” მარცხენა გარემარბის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბლაუგრანასთან” დაახლოებული გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, კატალონიელები ამ პოზიციაზე სამ კანდიდატურას განიხილავენ, ერთ-ერთი კი “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ბარსა” გაბრიელ მარტინელის შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა “არსენალი” მის გასხვისებას არ გეგმავს და ლონდონური კლუბის დატოვების სურვილს არც თავად ბრაზილიელი გამოთქვამს. ამიტომ […]
დარწმუნებული ვარ, მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია… რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე საუბრისას, ამბობს: მივესალმები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ბევრჯერ ვითხოვეთ (მამალაძის გათავისუფლება), მაგრამ რა ვქნათ, რაც არის არის. სინამდვილეში რა და როგორ არის ამას ვინ გაიგებს?! რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე ის გამოსულიყო ციხიდან. დარწმუნებული ვარ, რომ (გიორგი მამალაძეს) მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო […]