პერუში ვალენტინობის დღეს ნარკოდილერი დათუნიას ფორმიანმა პოლიციელმა დააკავა

პერუს დედაქალაქ ლიმაში ნარკოდილერი ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს სათამაშო დათუნიას ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა დააკავა. პოლიციელი ნარკოდილერის სახლში დათუნიას ფორმაში გადაცმული შევიდა და ბრალდებულს ვალენტინობის საჩუქარი მიუტანა, ამის შემდეგ კი ის დააპატიმრა. დაკავების ამსახველი კადრები პერუს ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა. ლიმას პოლიციამ ნარკოდილერის სახლში იპოვა ჩანთა, სადაც მათი ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ინახებოდა. ამავე რეიდისას პოლიციამ კიდევ […]

რუსეთის ცნობით, უკრაინელებმა ბელგოროდზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, მოჰყვა მსხვერპლი

რუსეთის ცნობით, უკრაინამ ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, რომ შემთხვევას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, რაკეტა სავაჭრო ცენტრის მახლობლად ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ თავდასხმისთვის RM-70 ვამპირის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტები გამოიყენეს. როგორც ირწმუნებიან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 14 რაკეტა ჩამოაგდო. შემთხვევა დაახლოებით მოსკოვის დროით 12:30-ზე დასრულდა. […]

ლატვიაში 15 თებერვლიდან რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომობილების ჩამორთმევა იწყება

ხუთშაბათს, 15 თებერვალს, ლატვიაში ძალაში შევა ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში, რაც შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს რუსული სარეგისტრაციო ნომრიანი ავტომობილების კონფისკაციის საშუალებას მისცემს. 14 თებერვლამდე ასეთი მანქანების ლატვიელი მფლობელები ვალდებულნი იყვნენ მოეხდინათ ასეთი მანქანების ადგილზე რეგისტრაცია ან გაეყვანათ ისინი ქვეყნიდან. რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომობილების კონფისკაციის გარდა, მათ მფლობელებს 750-დან 2000-ი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ, – […]

რუსეთიდან ბელგოროდის დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქი ბელგოროდი ხუთშაბათს დილით დაიბომბა, რის შედეგადაც რუსეთის მედიისა და ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით არიან დაღუპულები და დაჭრილები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონში ჩამოაგდეს 14 რაკეტა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარი „ვამპირიდან“ გაისროლეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა იყოს იერიშის მიზანი და მოჰყვა თუ არა მას ნგრევა […]

გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე

68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხათუნა კოტრიკაძე რამდენიმე ქართულ ფილმში ასრულებდა როლებს. პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა სოსო ჩხეიძის ფილმში “მეთხუთმეტე გაზაფხული”. მაყურებელი მსახიობს, რომელმაც კარიერა ადრე დაასრულა იცნობდა შესრულებული როლებით, ფილმებში „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“.

ირაკლი ღარიბაშვილი – მამუკა ხაზარაძე შემიძლია სააკაშვილის მაროდიორად მოვიხსენიო – სააკაშვილის ხელისუფლების დროს ატერორებდნენ ბიზნესს, ართმევდნენ სახლებს და თუ ვინმე ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი ხაზარაძე და მისი ბანკია

მამუკა ხაზარაძე შემიძლია სააკაშვილის მაროდიორად მოვიხსენიო! – რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი, თაღლითი და ვის ემუქრება?! – ეს განცხადება “ლელოს“ ლიდერის მისამართით პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამიერიდან ხაზარაძეს მის კრიმინალურ წარსულს ყოველთვის შეახსენებს. ღარიბაშვილის თქმითვე, “მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პარტიები სააკაშვილის პილიტიკურ მიზნებს ემსახურებიან“. “არ არსებობს […]

ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ში ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარებაზე – ეს არის სრული სიცრუე და მორიგი დემაგოგია – არავის სმენია მსგავსი ფაქტის შესახებ, ბუნებაში არ მომხდარა ასეთი რამ და თქვენ ხალხს ატყუებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მისი გარემოცვის წევრები, შესაძლო კორუფციის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში დაკითხვაზე დადიან სიცრუეა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ აღნიშნა. „[ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა დადის სუს-ში დაკითხვაზე] ეს არის სრული სიცრუე და მორიგი დემაგოგია. თქვენ ახლა ხალხს უყვებით ზღაპრებს. არავის სჯერა თქვენი ზღაპრების, მორიგი მოგონილი […]

ირაკლი ღარიბაშვილი – სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი – სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან

სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი – სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსი მისაღებად არაფერი გაუკეთებია და მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო დიდი მონაპოვარი – კანდიდატის […]

ირაკლი ღარიბაშვილი – გვარამია არის დამოუკიდებელი? ხაზარაძე, ნიკა მელია თუ ხაბეიშვილი? – არცერთი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში არც ერთი ოპოზიციური პარტია დამოუკიდებელი არ არის. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს. „ჩვენდა საუბედუროდ მეგობრებო, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის დამოუკიდებელი. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მე აღარ მინდა ეს თემა გავაგრძელო, მაგრამ ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს. ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს […]

ცესკოს თავმჯდომარე – ვადასტურებთ ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებს აცნობს. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილება მიმდინარე საარჩევნო საკითხები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია და სამომავლო გეგმები. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება აუდიტის შედეგების […]