ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ღალატი ჩაიდინა, სირცხვილია ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან

მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებს, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ – სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში. ჩვენი გადმოსახედიდან, იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას… სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი […]
გიორგი ფანგანი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან (AFD). მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. სემეკის წევრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. გარდა ამისა, გიორგი ფანგანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია მწვანე ენერგიის განვითარებაში სემეკის როლის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული და სამომავლო მოდელების რეგულაციების შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის […]
სპარსეთის ყურის არაბთა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაძლიერება – რას წერს კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება და წერს: „სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. სპარსეთის ყურის არაბთა სახელმწიფოების მთელ რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების იდეის ერთგულია საქართველო“.
Giorgi Pangani met with representatives of the French Development Agency

Giorgi Pangani, commissioner of the Georgian National Energy and Water supply Regulatory Commission (GNERC) held a meeting with the representatives of the French Development Agency (AFD). The parties discussed issues of future cooperation. Giorgi Pangani introduced the current reform in the energy sector to the representatives of the agency. In addition, Commissioner provided them with […]
იაპონიამ რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული გერმანიას დაუთმო

იაპონიამ გასული წლის ბოლოს მოულოდნელად რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა, – ინფორმაციას Reuters-ი, იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო. იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ, მაშინ, როცა პროგნოზების თანახმად, 1.4%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში […]
აკრძალული ჩინური კომპონენტის გამო, აშშ-ში ათასობით Porsche-ს და Bentley-ს კონფისკაცია მოხდა – FT

აშშ-ს პორტებში რამდენიმე ათასი Porsche-ს, Bentley-ს და Audi-ს კონფისკაცია მოხდა მას შემდეგ, რაც მომწოდებელმა – Volkswagen ჯგუფმა მანქანებში ჩინური კომპონენტი აღმოაჩინა, რომელიც იძულებითი შრომის კანონებს არღვევდა, ამის შესახებ Financial Times წერს. FT-ს წყაროები აცხადებენ, რომ რომ მანქანებზე აღმოჩენილი ნაწილი „დასავლეთ ჩინეთიდანაა” და VW-მ თავდაპირველად მისი წარმომავლობის შესახებ არ იცოდა. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს რომელ დეტალზე […]
ლატვიაში რუსული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანების ჩამორთმევა დაიწყეს

დღეიდან, 15 თებერვლიდან ლატვიაში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესაბამის კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც რუსული სარეგისტრაციო ნომრების მქონე მანქანების ჩამორთმევის საშუალებას იძლევა. 14 თებერვლამდე ლატვიაში მანქანების მფლობელებს ჰქონდათ დრო, რათა რუსული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანები ქვეყნიდან გაეყვანათ ან მათთვის ადგილობრივი სარეგისტრაციო ნომერი აეღოთ. როგორც ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისმა აღნიშნა, რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ჩამორთმევის […]
(რ) გამოფენა “ბენქსი: ლეგენდის დაბადება” 4 დღით გაგრძელდება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო გამოფენა “ბენქსი: ლეგენდის დაბადება” სტივ ლაზარიდისის კურატორობით ოფიციალურად 14 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს დაიხურება. პროექტის მხარდამჭერია SOLO X და Visa. გამოფენის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება. მასშტაბური გამოფენა […]
68 წლის ასაკში მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

68 წლის ასაკში ქართველი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება. კოტრიკაძეს ქართველი მაყურებელი იცნობდა როლებით ფილმებში მხიარული რომანი და მოიტაცეს თამარ ქალი. მსახიობმა პირველი როლი 15 წლის ასაკში, სოსო ჩხაიძის ფილმში მეთხუთმეტე გაზაფხული შეასრულა. კოტრიკაძემ სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა.
ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეზე საუბრობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ ბაქო ერევნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს წამოიწყებს. მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „მიწაზე“ და რუკაზე საბჭოთა პერიოდის საზღვრის გავლებას და იქიდან ჯარების გაყვანას სთავაზობს. თუმცა, მისი სიტყვებით, ბაქოს არაკონსტრუქციული პოზიცია აქვს, დროდადრო წამოსწევს საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში არსებული ოთხი ანკლავის საკითხს, ამავდროულად უარს ამბობს აღიაროს, რომ ამჟამად აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშაა […]