ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინაში უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – გამოკითხვა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან პირველად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. 2024-ის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 54% მიიჩნევს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის. საპირისპირო აზრი აქვს 46%-ს. „უკრაინაში ცოტავდება მათი წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის. დეკემბერთან შედარებით, პირველად, უფრო მეტია მათი წილი, ვინც მიმართულებას არასწორად მიიჩნევს“, – […]
“რაის ანბოქსინგი ბიჭო, შენ გოიმი ხარ, მოყვასო” – ლუკა ბაქანიძე

როდესაც მეტყველებაში და წერისას აქტიურად იყენებ ბარბარიზმს, რომელიც შენს მშობლიურ ენაზე ბევრად უკეთ და მოსახერხებლად ახდენს სათქმელის კონკრეტიკას, შენ არ ხარ გოიმი, მოყვასო. მაგრამ როდესაც აქტიურად იყენებ ბარბარიზმს, რომლის გამოყენების არავითარი საჭიროება არ დგას, მაშინ შენ გოიმი ხარ, მოყვასო. რაის ანბოქსინგი ბიჭო.
“ვვარაუდობ, გვარამიამ კეზერაშვილი დააშანტაჟა, ფული გამოართვა და მელიას გადააგდებს” – ჩერგოლეიშვილი

მე რასაც ვუყურებ, ასეთი ამბავია. გვარამიას სჭირდება ფული – ფულის გარეშე ეგ ვერავის მიიზიდავს. რა ფულიც მაგას სჭირდება, ეგ ფული აქვს მარტო კეზერას – არავინაა კეზერას გარდა იმის გოიმი, რომ ფული გვარამიაზე ფლანგოს, თან დიდი ფული – ადამიანების საყიდლად. კეზერას ხუთიანი აქვს ნაყიდი. რა შეიძლებოდა ექნა გვარამიას, რომ კეზერაშვილისთვის ფული გამოეძალა? ამდგარიყო და კეზერაშვილის არქენემისთან […]
ავსტრალია WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას ითხოვს

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გადაცემას ავსტრალია ითხოვს. ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზმა თქვა, რომ ასანჟი დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში უნდა გადაიყვანონ და არა აშშ-ში. 52 წლის ჯულიან ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა და მოქალაქეობაზე დაკავშირებული იურისდიქციის გამო ავსტრალია მის ექსტრადიციას ითხოვს. “ხალხს სხვადასხვა ხედვა აქვს ასანჟის დანაშაულზე, თუმცა ამის მიუხედავად, ეს საქმე არ შეიძლება სულ ასე გაგრძელდეს” – თქვა […]
ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს

საუდის არაბეთთან პარტნიორობას, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრთან, ხალიდ ალ-ფალიჰთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა […]
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელიასთან, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფახაზეთის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდა, […]
მსოფლიო ბანკი – უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 486 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს

უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 486 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მსოფლიო ბანკის, გაერო-სა და ევროკომისიის ერთობლივი კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება გასული წლის ბოლოსთვის 75 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 486 მილიარდ დოლარს შეადგენს. კვლევა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 […]
20 წელი მიესაჯა კაცს, რომელიც 7 წელი სისტემატურად აუპატიურებდა დისშვილს – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“, […]
“ქვეყანაში ხიხოს RMG Gold-ია ციანიდის მომხმარებელი, ხიხოს აქვს ოქროსთან წვდომა” – მეგი გოცირიძე

პარადოქსია, როცა ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, ვისგანაც მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა, არც დაკავებისა და ამოღების ფაქტი არსებობს, მაგრამ ცნობილია , რომ კალიუმის ციანიდი ძირითადად გალვანო ტექნიკაში გამოიყენება (მოვერცხლვა, მოოქროვება), ოქროს მოპოვების დროს და ფოლადის ნიტროცემენტირებისას… P.S. ქვეყანაში ხიხოს RMG Gold-ია ციანიდის მომხმარებელი , ხიხოს აქვს ოქროსთან წვდომა , ცემენტის წარმოებასაც ის ფლობს, მაგრამ იქ, სადაც […]
ჰერჩინსკის აზრით, სამუშაო ჯგუფებში პლატფორმიდან გასული NGO-ებიც უნდა მიიწვიონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინკის თქმით, ბრიუსელის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან გასული არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა მონაწილეობდნენ. „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საკვანძო მნიშვნელობისაა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, საქართველოს ჩათვლით“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და დასძინა, რომ ევროკომისიის მე-9 რეკომენდაცია საქართველოს მიმართ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაა. ჰერჩინსკის თქმით, […]