თორნიკე მამალაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი ძმა ვინმეს გაურიგდა, ძალიან ცდება

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მისი ძმა გიორგი მამალაძე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რის საფუძველზეც უდოს კომისიამ გაათავისუფლა. ფორმულას ეთერში მამალაძემ თქვა, რომ უდოს კომისიამ ჯანმრთელობის მდგომარეობით იხელმძღვანელა და “ბრალდებები, რომ დეკანოზი იტყუებოდა, გაქარწყლდა”. “თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი ძმა ვინმეს გაურიგდა, ძალიან ცდება”, – აღნიშნა მამალაძემ. “მას შვიდი წელი უსამართლოდ გაატარა ციხეში და წელიწადი და 9 […]

გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს – რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? როგორ აპირებ სამუშაო ადგილების შექმნას?

ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? აი, მაგალითად ქუთაისში რომ ჩახვალ, ქალაქი დაცლილია, ქუთაისელებს რა უნდა უთხრა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ხალხის პრობლემებზე კვლავ არაფერი თქმულა. “ალბათ თქვენთვისაც ძალიან მძიმე იყო მოსასმენად ირაკლი ღარიბაშვილი, […]

გიორგი ვაშაძე – ნომერ პირველი, რასაც ყველა პენსიონერს ვპირდებით, 26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი ამის უფლებამოსილება გვექნება, ყველა საპენსიო სესხი განულდება

„გამარჯვების კოალიცია“, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიონერებს საპენსიო სესხების განულებას ჰპირდება. ამასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „ნომერ პირველი, რასაც ყველა პენსიონერს ვპირდებით, 26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი ამის უფლებამოსილება გვექნება, პირველი რაც მოხდება, ყველა საპენსიო სესხი განულდება. ამას ჩვენ უზრუნველყოფთ. პირველი დიდი ნაბიჯი, რის პირობასაც […]

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში” – ზეპირი მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოკვლევის ჯგუფმა საჯარო სკოლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინა. სამუშაო შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მხარდამჭერ […]

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულ ალექსანდრე ახვლედიანს 4 წლითა და 6 თვით, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ხოლო ალექსანდრე ახვლედიანს მკვლელობის […]

ესპანური გამოცემა Vinos Y Camino საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

„საქართველომ Madrid Fusión-ს ქართული ღვინო და გასტრონომია გააცნო“ – ამ სათაურით გამოცემა Vinos Y Camino მსოფლიოს უდიდეს გასტრო კონგრესზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხმაურება და კულინარიული და ღვინის ტურისტული მიმართულების შესახებ წერს. „ქართული ღვინო სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში, ახალი აღმოჩენებით საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინის წარმოება 8000-წლოვან ისტორიას ითვლის. შულავერში უძველეს დასახლებაში აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევებით […]

„გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო“ – რამდენი ბინა გაიყიდა გასულ წელს გუდაურში

2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27.0%-იანი კლებაა (2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო). Galt&Tagart-ის მიმოხილვის მიხედვით, გუდაურში ამჟამად 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს. „2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,200-1,500/მ2). 2023 წლის ბოლოს გუდაურში […]

სტოლტენბერგს იმედი აქვს, რომ აშშ დაეხმარება უკრაინას, ნატოს მინისტრები კიევისთვის ხანგრძლივ მხარდაჭერაზე მსჯელობენ

15 თებერვალს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ ბრიუსელში, რათა განიხილონ კიევისთვის სამხედრო დახმარების თემა. უკრაინის ჯარი, რომელიც დაქანცულია, არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტყვია-წამალი და მძიმე იარაღი, რუსეთის მხრიდან სულ უფრო აგრესიულ იერიშს აწყდება აღმოსავლეთში მაშინ, როცა სამოქალაქო მოსახლეობა მთელ უკრაინაში გახდა სარაკეტო და დრონებით თავდასხმების სამიზნე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელის შეხვედრამდე […]

X-ი ტერორისტებს სააბონენტო სარგებლებს აწვდის – Tech Transparency Project

მეთვალყურე ორგანიზაციამ, Tech Transparency Project-მა (TTP), ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სოციალური ქსელი X-ი ტერორისტული დაჯგუფებებსა და აშშ-ს მიერ სხვა სანქცირებულ ორგანიზაციებს აბონემენტს აწვდის და სანაცვლოდ საფასურს იღებს. ანგარიშში წერია, რომ X-ზე ჰასან ნასრულას, ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარისა და სხვა სანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების ანგარიშები აღმოაჩინეს, რომლებიც ლურჯი და ოქროსფერი ნიშნით იყო აღნიშნული. მეთვალყურე […]

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა რეცესიაში 2023 წლის მეორე ნახევარში შევიდა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ბოლო სამ თვეში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა რეცესიაში შევიდა და ეკონომიკის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დიდი ბრიტანეთის მშპ-ს მოცულობა 0.3%-ით შემცირდა, რაც ივლის-სექტემბერში დაწყებული ტრენდის გაგრძელებაა, როცა III კვარტალში მშპ 0.1%-ით შემცირდა. ზოგადად მიიჩნევა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია მაშინ არის დაწყებული, როცა ზედიზედ ორ კვარტალში […]