“ნაპოლიში” კვარაცხელიას შეცვლა მას შეუძლია” – იტალიელი ჟურნალისტი

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლას რადიო Marte-ს ეთერში Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი გამოეხმაურა. მარკეტიმ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული კვარაცხელიამ ივლისში გუნდი დატოვოს, იესპერ ლინდსტრიომი მატეო პოლიტნოს ალტერნატივად განიხილება, ქართველის შეცვლა კი ჰამედ ტრაორეს შეუძლია, რომელსაც თამაში მარცხენა ფლანგზეც ეხერხება და ამისათვის “ბორნმუთისგან” მისი გამოსყიდვაა საჭირო. 23 წლის ტრაორე კოტ-დ’იუვარის ნაკრების ფეხბურთელია, იანვარში […]

ოსიმენს ნეპოლში დაბრუნება უგვიანდება

areanapoli-ს ცნობით, “ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი რეისის შეფერხების გამო ლაგოსიდან სტამბოლში დაგვიანებით ჩავიდა, ნეაპოლში ვერ გაფრინდა და შეიძლება ჯერ რომში მოუწიოს ჩასვლა, საიდანაც დანიშნულების ადგილზე გაემგზავრება. ოსიმენი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე დღეს გვიან მივა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით “ჯენოასთან” ვერ ითამაშებს – საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგო იქნება. “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში კი […]

ჰეზბოლა იმუქრება, რომ ისრაელი „საფასურს გადაიხდის“

ჰეზბოლამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელი “გადაიხდის საფასურს’ 10 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის, მათ შორის ხუთი ბავშვის, სამხრეთ ლიბანში, რაც ყველაზე დიდი მსხვერპლია, ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას შორის, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის ოთხი თვის განმავლობაში, რომელიც ლიბან-ისრაელის საზღვარზე მიდის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოუწოდა შეჩერდეს კონფლიქტის „საშიში ესკალაცია“, რომელიც ღაზაში ომის პარალელურად მიმდინარეობდა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლასა და ისრაელს […]

ისრაელი ღაზის მთავარ საავადმყოფოში შეიჭრა, სადაც ამბობს, რომ “ჰამასს” მძევლები ჰყავდა

როგორც ისრაელი, ისე პალესტინელების მხარე ადასტურებს, რომ ისრაელის ჯარები 15 თებერვალს ღაზის სამხრეთით მდებარე მთავარ საავადმყოფოში შეიჭრა. შტურმის დროს, ერთ-ერთი პაციენტი ხანძარში დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ისრაელი აცხადებს, რომ ნასერის საავადმყოფოში გარკვეული ხანი “ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლები ჰყავდათ და ამ ოპერაციით მათი კვალის მიგნებას ცდილობენ. ნასერის საავადმყოფოს, რომელიც ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში მდებარეობს, ათასობით დევნილი […]

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, 16 თებერვალს, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, 16 თებერვალს, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიციიდან […]

აბასთუმნის ობსერვატორიის საცხოვრებელში შეშვების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა დღეს, 15 თებერვალს, თბილისში აქცია გამართეს. ისინი პროტესტის მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ თავად და თავიანთი ოჯახის წევრებს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებლებში არ უშვებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ოჯახის უახლოეს წევრებს სახლში შესვლა არ შეუძლიათ და დაყოფილები არიან კატეგორიებად, იქ შესაღწევად კი უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა. როგორც ისინი […]

“სამწუხაროდ, ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას” – მეუფე შიო

„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული, სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი აღთქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა – ღმერთთან და ასევე, ჩვენი – შეხვედრისა უფალ იესო ქრისტესთან. მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს, მან ეს ინება, მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში. ამიტომაც მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა ამ შეხვედრისკენ უნდა […]

მეუფე შიო: სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას, რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე

მეუფე შიო: სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას, რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული… მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს.. მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში, – ამის შესახებ საპატრიარქო […]

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ შემდეგი ეტაპისკენ – გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან სერიოზულ მიდგომას და სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს. ვიმედოვნებ, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება, – […]