საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს, ესწრებოდნენ სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლოლიტა ლენკევიცა, ლატვიის რესპუბლიკის […]
ზურგიდან სამჯერ ესროლა სანადირო თოფიდან – რა მოხდა ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის თანასოფლელმა 53 წლის მამაკაცს სამი ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა. მძიმედ დაჭრილი მამაკაცი, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილსში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს. მომხდარზე პოლიციამ […]
“ლუზერი ღარიბაშვილი კახეთის ყველაზე დიდი სირცხვილია ყორღანაშვილის მერე” – ბუაძე

“ლელოს” ლიდერი საბა ბუაძე “ოცნების” ახლადდანიშნული თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს: “ვუსმენდი ღარიბაშვილის გამოსვლას და „ლელო“-ხაზარაძე, „ლელო“ – ხაზარაძე, კაცს პირველი ბრიფინგი ჰქონდა პარტიის თავმჯდომარის ამპლუაში და მთელი ეს ბრიფინგი მიუძღვნა “ლელოს” და მამუკა ხაზარაძეს. სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილი არის ყორღანაშვილის მერე ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც კახეთს ჰქონია და ჰყოლია. ეს არის სამარცხვინო, გაგდებული […]
X-ი ტერორისტებს სააბონენტო სარგებლებს აწვდის – Tech Transparency Project

მეთვალყურე ორგანიზაციამ, Tech Transparency Project-მა (TTP), ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სოციალური ქსელი X-ი ტერორისტული დაჯგუფებებსა და აშშ-ს მიერ სხვა სანქცირებულ ორგანიზაციებს აბონემენტს აწვდის და სანაცვლოდ საფასურს იღებს. ანგარიშში წერია, რომ X-ზე ჰასან ნასრულას, ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარისა და სხვა სანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების ანგარიშები აღმოაჩინეს, რომლებიც ლურჯი და ოქროსფერი ნიშნით იყო აღნიშნული. მეთვალყურე […]
უკრაინამ რუს ოლიგარქს ბრალი წაუყენა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაფინანსება – უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას უკრაინამ სისხლი სამართლის კოდექსის 7 მუხლით დაუსწრებლად ბრალი წაუყენა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დააკავეს ოლიგარქის 2 ბიზნეს პარტნიორიც. გამოძიების მასალების მიხედვით, ეს ორი პირი დაეხმარა რუს ოლიგარქს კარიერის საწარმოო ობიექტების მითვისებაში 2012 წელს. “შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას […]
პოლიტიკოსი გადადგა, როცა შეიტყო, რომ არჩევნები მის სასარგებლოდ გაყალბდა – პაკისტანი

პაკისტანის საოლქო არჩევნებში გამარჯვებულმა მმართველი პარტიის პოლიტიკოსმა თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა, რადგან, მისი თქმით, არჩევნები მის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზის (PMLN) კანდიდატმა ჰაფიზ ნაიმ ურ რეჰმანმა კარაჩის ოლქში 26 000 ხმა მიიღო, რის შემდეგაც იგი გამარჯვებულად გამოაცხადეს. თუმცა, რეჰმანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არჩევნებში გაყალბების შემთხვევა აღმოაჩინა. მისი თქმით, […]
ლატვიაში რუსული ნომრის მქონე მანქანების ჩამორთმევა დაიწყეს

დღეიდან, 15 თებერვლიდან ლატვიაში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესაბამის კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც რუსული სარეგისტრაციო ნომრების მქონე მანქანების ჩამორთმევის საშუალებას იძლევა. 14 თებერვლამდე ლატვიაში მანქანების მფლობელებს ჰქონდათ დრო, რათა რუსული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანები ქვეყნიდან გაეყვანათ ან მათთვის ადგილობრივი სარეგისტრაციო ნომერი აეღოთ. როგორც ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისმა აღნიშნა, რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ჩამორთმევის […]
აშშ-ის მოკავშირეები აფრთხილებენ ისრაელს “კატასტროფული” ოპერაციის შესახებ რაფაჰში

ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა 15 თებერვალს გააფრთხილეს ისრაელი პოტენციურად “კატასტროფული” სახმელეთო იერიშის შესახებ ქალაქ რაფაჰში, ღაზის სამხრეთში, რითაც გაძლიერდა საერთაშორისო საზოგადოების მზარდი შეშფოთება. “სახელმწიფოთა თანამეგობრობის” სამმა ქვეყანამ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, “არ წავიდეს ამ გზით” და გამოვიდა იშვიათი ერთობლივი განცხადებით, რომელშიც გამოხატა ღრმა და მზარდი შეშფოთება ისრაელის მრავალთვიანი ომის გაგრძელების გამო. “დაახლოებით 1,5 […]
თბილისში ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრს „ბილდკინგსი“ 727 700 ლარად აშენებს

თბილისში, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრს კომპანია „ბილდკინგსი“ ააშენებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა, რაც ცენტრში ერთდროულად და ამავე დროს ერთმანეთისგან იზოლირებულად 30 ცხოველის მიღების […]
იანვარში საქართველოდან $25.9 მლნ-ის ფულადი გზავნილი გაიგზავნა, ყველაზე მეტი თურქეთში გადაირიცხა

2024 წლის იანვარში საქართველოდან 25.9 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გაიგზავნა, რაც წლიურ ჭრილში 1 მლნ დოლარით ნაკლებია. გზავნილების უმეტესობა თურქეთში და რუსეთში გადაირიცხა. რაც შეეხება დეკემბრის მონაცემებს, 2023 წლის ბოლო თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის (33.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია. „კომერსანტი“გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, […]