ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას […]
ვაშინგტონის ცნობით, რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შესაქმნელად მუშაობს

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საფრთხე, რომლის შესახებაც კონგრესის წარმომადგენლები საუბრობდნენ, უკავშირდება რუსეთის მიერ კოსმოსური თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავებას. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ეს პოტენციალი აქტიური არ არის, მხოლოდ შემუშავების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს, უშუალო საფრთხეს ამჟამად არ წარმოადგენს. კირბის თანახმად, აშშ განაგრძობს […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ავდიივკაში არსებულ სიტუაციაზე – ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება. „რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე – ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ზელენსკი. ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ ავდიივკაში […]
ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეზე – ის, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდა, გადასახლებით ემუქრება მას, ვინც ქვეყანას სამი მილიარდი ქველმოქმედების სახით დაახარჯა – არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი მისთვის სასიკეთო

როდესაც გამოდის ადამიანი [მამუკა ხაზარაძე] და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში და რეპრესიულ ელფერს აყოლებს ამ თავის განცხადებებს, სამართალი სად არის?! – ერთის მხრივ, არის ადამიანი, რომლის ბანკის ვალიც აქვს ნახევარ საქართველოს, ასოცირდება მასთან ეს ვალი და მეორეს მხრივ, არის ადამიანი, რომელსაც სამი მილიარდი აქვს ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ არდადეგები უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის გარეშე დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები დაიწყო, რომელიც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. წარმომადგენელთა პალატაში სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, ჯერჯერობით არ განუხილავთ. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსობი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან შესვენება კანონპროექტზე კენჭისყრის ჩატარებამდე გამოაცხადა. „ჯონსონმა შესვენება გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს ზიანი, რომელიც ის აყენებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, […]
ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს – რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს სანდო გეგმის გარეშე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და რაფაჰში ისრაელის ოპერაციის პერსპექტივა განიხილეს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება დაუღალავად იმუშაოს მძევლების რაც შეიძლება მალე გათავისუფლების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, ოლაფ შოლცი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. „მოლაპარაკების ფარგლებში, ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების ვალდებულებებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა. დღის მეორე ნახევარში ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ მიუნხენის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარება სოლიდარობის პრინციპების დარღვევაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს დაავალა, სასწრაფოდ ესაუბროს თავის პოლონელ კოლეგას პოლონეთთან სასაზღვრო ვითარების შესახებ. „უკრაინის პრემიერ-მინისტრს დავავალე, სასწრაფოდ ესაუბროს თავის პოლონელ კოლეგას. იმას, რაც ხდება და გრძელდება ჩვენს მოქალაქეებთან და უკრაინულ ტვირთებთან დაკავშირებით, აღვიქვამთ როგორც სოლიდარობის პრინციპების აშკარა დარღვევას. უკრაინული მარცვალი ასფალტზე – ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე დრამატული კადრი. ეს […]
ალექსანდრ ტარნავსკი – ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. „ავდიივკაში მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი ვითარებაა. ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ჯარები მტრის შესაჩერებლად ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას იყენებენ“, – აღნიშნა ტარნავსკიმ. ბრიგადის გენერლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების გეგმური გაძლიერება და ჯარების მანევრირება საფრთხის შემცველი მიმართულებით. გარდა […]
ამერიკელების 18%-ს სჯერა, რომ სვიფტი ბაიდენის ხელშემწყობი შეთქმულების ნაწილია – კვლევა

მონმათის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 18% მიიჩნევს, რომ პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელშემწყობი წინასაარჩევნო შეთქმულების ნაწილია. უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, თითქმის ხუთიდან ერთი ამერიკელი “ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეფარული ძალისხმევა, ტეილორ სვიფტის დახმარებით ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნები მოაგებინოს, სინამდვილეში არსებობს”. იმ რესპონდენტებს შორის, რომლებსაც შეთქმულების თეორიის სჯერათ, 71% იდენტიფიცირდებიან ან ზოგადად მეტად […]