საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი სქესის წყვილებს ქორწინების უფლებას ანიჭებს

საბერძნეთის პარლამენტმა 15 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აკანონებს ერთი სქესის პირთა შორის სამოქალაქო ქორწინებას. ეს არის ლგბტ-თემის უფლებების მხარდამჭერების საეტაპო გამარჯვება, რომელსაც პარლამენტის სტუმრები და ათენის ქუჩებში შეკრებილი ათეულობით შეკრებილი სიხარულით შეეგებნენ. კანონი ერთი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები. საბერძნეთი არის ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ასეთი ოჯახების არსებობა. კანონპროექტი […]
ოსიმენმა ნეაპოლში ჩააღწია – მბაპემ პსჟ-დან წასვლის თაობაზე განაცხადა და მის ნაცვლად ვიქტორს უხმობენ

ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ, თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გუშინ თბილისის დროით 20:55 საათზე ნეაპოლში ჩაფრინდა. მას აეროპორტში რამდენიმე გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ჰკითხეს, აპირებს თუ არა “ჯენოასთან” თამაშს. ნიგერიელმა პასუხი არ გასცა, ავტომობილში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. ოსიმენი აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ “ნაპოლის” შეუერთდება, დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, გუნდთან ერთად […]
კირბი: ავდეევკა მალე შეიძლება გადავიდეს რუსების ხელში

ავდეევკაში, რომელიც უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარეობს და რომელზეც იერიში მიაქვთ რუსეთის ჯარებს, შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, რომელიც საფრთხეს შეიცავს, რომ ქალაქი შეიძლება რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს, რისი მიზეზი დიდწილად ტყვია-წამლის უქონლობაა. ამის შესახებ ვაშინგტონში ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. უფრო ადრე The Washington Post-ი იტყობინებოდა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით, […]
საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა. ახალი კანონის ფარგლებში ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების აყვანის უფლებაც ეძლევათ. საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, ეს კანონი “სერიოზულ უთანასწორობას თამამად გააუქმებს”. “ეს რეფორმა ჩვენი რამდენიმე თანამოქალაქის ცხოვრებას გააუმჯობესებს, მრავალთა ცხოვრებისაგან რამის წართმევის გარეშე”. – თქვა მიცოტაკისმა. კანონპროექტს საბერძნეთის […]
ლატვიაში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა ლატვიურ ენაში გამოცდა უნდა ჩააბარონ და შემოსავლის წყარო დაადასტურონ

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, აღიარა კანონით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც ავალდებულებს ლატვიაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და მიუთითონ შემოსავლის წყარო ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათ დეპორტაცია ემუქრებათ. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ლატვიის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის […]
ავდიივკა შეიძლება მალე რუსეთმა დაიკავოს, უკრაინას ჭურვები უთავდება – თეთრი სახლი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ავდიივკაში კრიტიკული სიტუაციაა და იქ შეიძლება მალე რუსებმა კონტროლი დაამყარონ. “სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ შეტყობინებებს, რომ სიტუაცია იქ კრიტიკულია. რადგან რუსები ყოველდღიურად აგრძელებენ უკრაინელების პოზიციებზე ზეწოლას, არის საფრთხე, რომ ავდიივკა რუსეთის კონტროლში გადავა”. – თქვა კირბიმ. კირბის თქმით, ეს მნიშვნელოვნადაა კავშირში იმასთან, რომ უკრაინას საარტილერიო ჭურვები არ […]
მტკვარში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 2 საათზე მეტია მიმდინარეობს

ფოტო – მთავარი არხი უკვე ორ საათზე მეტია მტკვარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა წყალში ჯერჯერობით ვერც მანქანა და ვერც მასში მჯდომი ადამიანი (ან ადამიანები – მათი რაოდენობა უცნობია) იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილას არაერთი მაშველი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში […]
არაერთი ასეთი ფაქტი მომხდარა ბათუმის ეპარქიაში – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ მეუფე დიმიტრის დეკანოზი პატიმრობაში ყოფნის დროს არ მოუკითხავს. სასამართლოში მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ჩემს ძმას საერთოდ არ იცნობდა ახლოს, როდესაც ჩაის დასალევად ჩემთან სახლში მოდიოდა, არერთხელ სუფრასთან ყოფილა, ჩემს რძალს და ჩემს ძმისშვილებს საჩუქრებს უგზავნიდა ორ-სამ თვეში ერთხელ, მე პირადად ვიცნობდი მას, პირადად ვუსხამდი ღვინოს […]
აზაროვის და გოჩოლეიშვილის “შახტარმა” “მარსელთან” ფრეს მიაღწია

ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი „შახტარსა“ და „მარსელს“ შორის 2:2 დასრულდა. პირობითი მასპინძლების რიგებში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება ლუკა ლაცაბიძეს, ტურნირის განაცხადში არაა შეყვანილი. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაში სანახაობრივი არ იყო და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. შესვენების შემდეგ თამაში გახალისდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და […]
ამერიკულმა კომპანიამ მთვარეზე მოდული გაუშვა – დაეშვება მომავალ კვირაშია დაგეგმილი

კიდევ ერთმა – უკვე მეორე კერძო ამერიკულმა კომპანიამ გაუშვა მთვარეზე თავისი მოდული 15 თებერვალს, თითქმის ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც კონკურენტის მსგავსი აპარატი მთვარეზე ვერ დაჯდა და დაიმსხვრა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო – NASA, მოდულზე ექსპერიმენტების მთავარი სპონსორი, იმედოვნებს, რომ მთვარეზე დაშვება წარმატებით განხორციელდება მომავალ კვირას. ის მიისწრაფვის, ბიძგი მისცეს მთვარეზე აქტიურობას ასტრონავტების მისიის წინ. […]