დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირს (ნაწილობრივ), მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ქსნის, კარალეთის, თევდორე მღვდლის და გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 […]
“თამთაკი” ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს – ინვესტიცია ₾120 000

ქართული კერძების ე.წ. სთრით ფუდ კომპანია “თამთაკი” წელს ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, ეკატერინე გეგიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი ფილიალის ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის, თუმცა ის არსებულ ფილიალთან შედარებით დიდი იქნება. „ახალი ფილიალის სრულად მოსაწყობად დაახლოებით 120 000 ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რომელსაც სავარაუდოდ საბანკო სესხის დახმარებით შევაგროვებთ. ჩვენი პროდუქცია […]
ოსიმენს ნეაპოლში დაბრუნება უგვიანდება

areanapoli-ს ცნობით, “ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი რეისის შეფერხების გამო ლაგოსიდან სტამბოლში დაგვიანებით ჩავიდა, ნეაპოლში ვერ გაფრინდა და შეიძლება ჯერ რომში მოუწიოს ჩასვლა, საიდანაც დანიშნულების ადგილზე გაემგზავრება. ოსიმენი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე დღეს გვიან მივა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით, “ჯენოასთან” ვერ ითამაშებს – საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგო იქნება. “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში კი […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ბელგოროდის ოლქსა და შავი ზღვის თავზე უკრაინული დრონები ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და შავი ზღვის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, […]
ფაშინიანი აზერბაიჯანის მხრიდან ახალი ომის დაწყებას არ გამორიცხავს

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ინაუგურაციისას, მიუთითებს ლოკალურ შეიარაღებულ დაპირისპირებებზე, რომელიც შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ოფიციალური ბაქოს განცხადებები “სამშვიდობო შეთანხმებისთვის” საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე სომხეთში, ქვეყნის შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში ჩარევაა და არანაირ შეთანხმებას ხელს არ უშლის”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა. ალიევის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის კონსტიტუაციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ […]
„ავტოიმპორტიორთა 1/3 შეღავათის გარეშე დარჩა, ვითხოვთ დაზუსტდეს 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტის შესახებ დადგენილება“ – ალექსი ნონიაძე

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტის შეზღუდვის შესახებ მთავრობის მიერ მიღებული 544-ე დადგენილების ხარვეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დადგენილებაში არის ნორმა, რომელიც სადავო გახდა და ავტოიმპორტიორთა 1/3 შეღავათის გარეშე დარჩა. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ავტომობილების 1-ელ დეკემბრამდე გემზე ატვირთვის პირობას გულისხმობს. „გარემოს დაცვის სამინისტროში შეხვედრებზე ვსვამდით საკითხს, რომ შეღავათი […]
მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს – ნაპოვნია მძღოლის ცხედარიც

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტომობილიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. ცნობისთვის, სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ვიმუშავებთ, რომ სტაბილური ფასები პროდუქტებზე, მინიმუმ წლის ბოლომდე მივიღოთ – დისტრიბუტორთა ასოციაცია

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია საზოგადოებას ჰპირდება, რომ მაქსიმალურად იმუშავებს რიტეილ სექტორთან, რათა სამომხმარებლო პროდუქტებზე სტაბილური ფასი მინიმუმ წლის ბოლომდე შენარჩუნდეს. ივა ჭყონიამ „საქმიან დილაში“ საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წელთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია, თუმცა ფასის ცვლილება ასევე დამოკიდებულია სუპერმარკეტებთან დადებულ ახალ კონტრაქტებზეც. „2024 კარგად დავიწყეთ, კარგი სტარტი იყო, ინფლაცია არის 0%. მოლოდინები, რა თქმა უნდა, დადებითი […]