პიტერ სიიარტო – ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უწყების ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის […]
მამუკა მდინარაძე „ლელოს“ დაპირებებზე – თუკი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყდება, რუსეთს ამით ვერაფერს დავაკლებთ, თუმცა საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე არ დაადგება, ჩამოშლილი ეკონომიკის პირობებში არათუ 1000 – ლარიან პენსიას, არსებულსაც ვერ დაარიგებ

თუ მათ პუნქტს გავითვალისწინებთ, სადაც ეკონომიკური ჩამოქცევაა დაანონსებული, იმიტომ, რომ თუკი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყდება, ჩვენ რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ ამით, თუმცა საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე სამწუხაროდ არ დაადგება და ჩამოშლილი ეკონომიკის პირობებში არათუ 1000 ლარიან პენსიას, არამედ არსებულ პენსიას ვერ დაარიგებ, გამორიცხული ამბავია. მარტივი ეკონომიკური გათვლები გვეუბნება, რომ მათი პოპულისტურად გამოქვეყნებული პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, – […]
ურბანული განვითარების ინსტიტუტი BMG-ის ეთერში გასულ ინტერვიუს ეხმიანება

ურბანული განვითარების ინსტიტუტი Bmg-ის ეთერში გასულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც კომპანია “ორბი ჯგუფის” დირექტორი ირაკლი კვერღელიძე, ბახმაროს გენგეგმის ავტორი გიორგი სულაბერიძე და ბახმაროს პროექტის შემსრულებელი კომპანია WilkinsonEyre -ის მმართველი პარტნიორი, არქიტექტორი სემ ვრაითი კურორტის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრობდნენ. Bmg ურბანული განვითარების ინსტიტუტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
პაპუაშვილი ნავალნის გარდაცვალებაზე: რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რაიმე კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვერ ექნება. “რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება” – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დღეს გარდაიცვალა.
მამუკა მდინარაძე – „ლელოს” მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად – „ნაცმოძრაობის“ ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ

„ლელოს” მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად – „ნაცმოძრაობის“ ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ლელო“ თავად ქმნის ისეთ დღის წესრიგს და იმდენ “სისულელეს ლაპარაკობენ”, რომ უმრავლესობას ამაზე რეაგირება უწევს. „ლელოს” მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად. თავად ქმნის ამ “პოზიტიურ” დღის წესრიგს – იმდენ […]
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წყლის რესურსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ბოლნისში გასვლითი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წყლის რესურსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ბოლნისში გასვლითი შეხვედრა გამართა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „წყლის რესურსების მართვის შესახებ” ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო […]
გიორგი ვაშაძე – ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის ახალგაზრდებში, ამიტომ გვჭირდება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას

ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის სწორედ ახალგაზრდებში, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. ყოველი მეორე ახალგაზრდა არის უმუშევარი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციასა“ და ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, განათლებას იღებენ, ვერც სამუშაოს იწყებენ, ვერც ბიზნესს და უწევთ უცხოეთში წასვლა. „დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, რომ […]
ამერიკელი სენატორები უნგრეთში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე სასაუბროდ ჩადიან

ამერიკის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კვირას უნგრეთს ესტუმრება. ნატოში შვედეთის გაწევრიანების თაობაზე თანხმობის გასაცემად ბუდაპეშტზე ზეწოლა იზრდება. უნგრეთი ერთადერთი წევრი სახელმწიფოღაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილების რატიფიცირება არ მოუხდენია. სტოკჰოლმს უკვე აქვს ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგის, თურქეთის თანხმობა. თუმცა ალიანსს ახალი წევრის მისაღებად სრული კონსენსუსი სჭირდება. შვედეთმა ნატოში წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთა. ეს ისტორიული ნეიტრალიტეტის […]
სააკაშვილი: პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან” წერილობით გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში გარდაცვალებას. სააკაშვილის სახელით, „ფეისბუკზე”, მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი მოკლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. „პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევაში სურს, პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით – ეს მახინჯი პრაქტიკაა

გაირკვა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით {ოპოზიციას} ხელმძღვანელის არჩევაში სურთ, რომ პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით – ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კვალიფიციური უმრავლესობა სინამდვილეში გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმია ოპოზიციისთვის. „საუბარი გვქონდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა […]