ამერიკელი სენატორები უნგრეთში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე სასაუბროდ ჩადიან

ამერიკის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კვირას უნგრეთს ესტუმრება. ნატოში შვედეთის გაწევრიანების თაობაზე თანხმობის გასაცემად ბუდაპეშტზე ზეწოლა იზრდება.
უნგრეთი ერთადერთი წევრი სახელმწიფოღაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილების რატიფიცირება არ მოუხდენია. სტოკჰოლმს უკვე აქვს ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგის, თურქეთის თანხმობა. თუმცა ალიანსს ახალი წევრის მისაღებად სრული კონსენსუსი სჭირდება.
შვედეთმა ნატოში წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთა. ეს ისტორიული ნეიტრალიტეტის ცვლილება იყო მას მერე, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან ახლო და კარგი ურთიერთობა აქვს, ამბობს, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის გაწევრიანებას ალიანსში. თუმცა პარლამენტს გადაწყვეტილება ჯერ არ დაუმტკიცებია.
ამერიკის საელჩომ ქვეყანაში პარასკევს განაცხადა, რომ სენატორები ბუდაპეშტში “ნატოსა და უნგრეთის წინაშე არსებული სტრატეგიული საკითხების განსახილველად” ჩავლენ.
ელჩმა დევიდ პრესმენმა ამ თვეში თქვა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, და ასევე მნიშვნელოვანია მთლიანად, ალიანსის უსაფრთხოებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს