საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ლიეტუველ ხალხს სახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტების, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეებისა და ლიეტუვური ენის, განათლებისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრის სახელით, ლიეტუველ ხალხსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს […]

თავდაცვის მინისტრი მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. პირველი ვიზიტი მან ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო ბაზაზე არსებული მდგომარეობა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს. „თავდაცვის მინისტრს […]

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია ბესელიამ გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

მნიშვნელოვანია ბესელიამ გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, – შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშნავს გეგმავს. პაპუაშვილის თქმით, ბესელიას ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება და თუკი უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი, მით უმეტეს, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი გახდება, ეს კიდე […]

ალექსეი ნავალნი პატიმრობაში ყოფნისას გარდაიცვალა

პუტინის კრიტიკოსი და რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 47 წლის ასაკში, რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს. ნავალნი 19-წლიან სასჯელს “ექსტრემიზმის” მუხლით იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სეირნობის შემდეგ, ნავალნი შეუძლოდ გახდა და წაიქცა. საპატიმროში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, რის შემდეგაც, ექიმებმა მისი დახმარება სცადეს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. რა გახდა ნავალნის […]

საქართველომ ყველაზე მეტი სამუშაო ნებართვა რუსეთის მოქალაქეებზე გასცა

2023 წლიდან, 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ჯამში 5 491 უცხოელზე გასცა შრომით ბინადრობის ნებართვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით bpn.ge ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ყველაზე მეტი სამუშაო ნებართვა, თითქმის, მეოთხედი, რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რომელსაც რეიტინგში ბელარუსი და ჩინეთი მოსდევს. უფრო კონკრეტულად, გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვების მიხედვით, ქვეყნების ოცეული […]

სააკაშვილი: პუტინმა მოკლა ნავალნი, ის მას ხშირად მადარებდა, ერთიანად ვეზიზღებოდით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას ეხმაურება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პუტინმა ციხეში მოკლა ნავალნი. ამასთან, ის წერს, რომ პუტინი მას ნავალნის ხშირად ადარებდა და ორივე ეზიზღებოდა. “პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, […]

“კომენტარი ვერ მექნება” – პაპუაშვილი კითხვაზე, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში დაღუპვის საკითხზე “კომენტარი ვერ ექნება”. ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებას და მომხდარის შეფასებას. ასევე, ჰკითხა, “შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია”, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა: “რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება”, – […]

“შახტარის” მწვრთნელი: “მარსელთან” მატჩში ცოტა მეტს ვიმსახურებდით

ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარმა” “მარსელთან” ფრეს მიაღწია (2:2). ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი აზაროვმა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. დაპირისპირების დასრულების შემდეგ კომენტარი “მეშახტეთა” მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გააკეთა: “გაორებული შეგრძნება მაქვს. ვთვლი, რომ ცოტა მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე. ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფანტასტიკური განწყობით გაისარჯენ, […]

“გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე” – ნავალნის სიკვდილში მეუღლე პუტინს ადანაშაულებს

„მინდა, რომ პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდეს, რომ დაისჯებიან იმისთვის რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთეს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს. ეს დღე დადგება ძალიან მალე“, – განაცხადა ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ 16 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, მალევე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ. იულია ნავალნაიამ თქვა, რომ იდგა […]

სააკაშვილი: პუტინის დავალებით მეც მომწამლეს და ღმერთმა გადამარჩინა

პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში.