სოფო ჯაფარიძე – ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში – მივმართავ პრეზიდენტს, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან

ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს – ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ალექსეი ნავალნის პირადი მტერი ვლადიმერ პუტინი იყო და ასევე, მიხეილ სააკაშვილის […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის […]
„პუტინი არის მკვლელი” – რუსეთის მოქალაქეები თბილისში, საელჩოს ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ. მათ აქვთ ტრანსპარანტები: „პუტინი არის მკვლელი”, „ვინ მოკლა ნავალნი თუ არა პუტინმა?”, „პუტინმა მოკლე ჩვენი პრეზიდენტი”. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე […]
პუტინი და მისი მთავრობა პასუხს აგებს, ეს დღე ძალიან მალე დადგება – იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის ცოლის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც აქვთ, ცნობილია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან, რომელთა ნდობაც, მისივე თქმით, ძალიან რთულია. იულია ნავალნაიამ ქმრის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით, განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. “მინდა პუტინმა, მისმა გარშემომყოფებმა, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან […]
შალვა პაპუაშვილი – კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის მუდმივი თემაა, მათ უნდათ, არჩევნები წააგონ და გადაწყვეტილებები თავად მიიღონ – ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა

როგორც ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა სამსახურთან დაკავშირებით ოპოზიციას სურს, რომ ხელმძღვანელის არჩევაში პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით-ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კვალიფიციური უმრავლესობა სინამდვილეში გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმია ოპოზიციისთვის. „საუბარი გვქონდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის […]
ნინი ბადურაშვილი თხოვდება? – მომღერლის მოულოდნელი განცხადება

· 136 ნინი ბადურაშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში წარსულსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, მასსა და მის ყოფილ მეუღლეზე უამრავი ჭორი დადიოდა… – შენი ყოფილი მეუღლის თემას რომ მივუბრუნდეთ… – ირაკლი სხვა ტიპაჟია, მე – სხვა, აბსოლუტურად, განვსხვავდებით. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩემი წყვილი არ არის, ცოლად სხვა რომ მოიყვანოს, ალბათ მასთან […]
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოს გრან სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა. ლიპარტელიანმა შუკურჯონ ამინოვა (უზბეკეთი), ფიდან ალიზადა (აზერბაიჯანი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი კრისტინა დეგუჩისთან (კანადა) დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მარიჩა პერიშიჩს (სერბეთი) დამატებით დროში ვაზარით სძლია. მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ნინო ლოლაძემ (57 კგ), თემურ ნოზაძემ (60 კგ), ამირან დარბაისელმა […]
გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს, ბრალი ბაიდენის შესახებ სიცრუეში წაუყენეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს ბრალი წაუყენეს, რომ თავის კოორდინატორთან, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის ჰანტერის უკრაინულ ენერგო-კომპანიასთან კავშირის შესახებ იცრუა. ხუთშაბათს პროკურორებმა თქვეს, რომ 2020 წლის ივნისში ალექსანდრე სმირნოვმა ბიუროს აგენტებს უთხრა ტყუილი, რომ უკრაინულ ენერგო-კომპანია „ბურისმასთან“ დაკავშირებულმა ხელმძღვანელმა პირებმა, 2016 ან 2016 წელს, ჰანტერ და ჯო ბაიდენებს, თითოეულს 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს. სმირნოვმა […]
მდინარაძე ნავალნის დაღუპვასა და რუსეთის რეჟიმზე საუბრისას პარალელს წინა მთავრობასთან ავლებს

“დიახ, რა თქმა უნდა”, – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას, არის თუ არა ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მსხვერპლი. მამუკა მდინარაძის თქმით, საფუძვლიანი ეჭვები, რაც ვრცელდება ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, “ძალიან სამწუხაროა”. ალექსეი ნავალნის დაღუპვასა და რუსეთის რეჟიმზე საუბრისას ის პარალელს ავლებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან. “დიახ, რა თქმა უნდა, […]
არმაზ ახვლედიანი ალექსეი ნავალნიზე – თანამედროვე სამყაროს ყველაზე პირსისხლიანმა ჯალათმა, პუტინმა მოკლა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის გმირული, გაუტეხელი ბრძოლის მსოფლიო სიმბოლო

ალექსეი ნავალნი ყოველთვის დარჩება სანუკვარი სამოქალაქო სინდისისა და გამბედაობის ჩაუქრობელ სანთლად, აღვირახსნილ ტოტალიტარიზმთან უკომპრომისო ბრძოლის ყველაზე დიდებულ მაგალითად,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, სამყარო უნდა დაირაზმოს მკვლელი რეჟიმის დასამარცხებლად. „თანამედროვე სამყაროს ყველაზე პირსისხლიანმა ჯალათმა, პუტინმა მოკლა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის გმირული, გაუტეხელი ბრძოლის მსოფლიო სიმბოლო. ალექსეი ნავალნი ყოველთვის დარჩება სანუკვარი […]