ზელენსკი: ნავალნის გარდაცვალება მხოლოდ ადასტურებს, რომ პუტინი მკვლელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მხოლოდ ადასტურებს, რომ პუტინი მკვლელია და იმ ადამიანებმა, ვინც მას ხმას აძლევს, უნდა გაიგონ, რომ მკვლელს ირჩევენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ვხედავთ, რომ მკვლელი კენჭს იყრის არჩევნებზე. იმ ადამიანებმა, ვინც მას ხმას აძლევს, უნდა გაიგონ, რომ ირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც მკვლელია. ადამიანებმა, რომლებსაც […]
Meduza: რუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე, რომებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, მინიმუმ 102 ადამიანი დააკავეს. სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ დაარბია ადამიანები, ვინც მივიდნენ ვოსკრესენსკაიას სანაპიროზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან. ამასთან, როგორც Zaks.ru წერს ათამდე დაკავებულს შორისაა ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა […]
სუს: ბორტზე ასაფეთქებლის შესახებ ცრუ შეტყობინების გაგზავნის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გაგზავნის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. “აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია ვიზეარის სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ[…] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის […]
ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ ტრამპს ჯარიმის სახით $355 მილიონის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ აშშ-ს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. როგორც მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, ტრამპი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულების ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3.6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რამაც მას საშუალება მისცა, ესარგებლა უფრო ხელსაყრელი სასესხო პირობებით. სასამართლომ ტრამპს ასევე სამი წლის ვადით აუკრძალა, […]
(რ) კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა – ნაკრების მხარდამჭერი BOG-ია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი გახდა. ახალი მწვრთნელი საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა. ალეკსანდარ ჯიკიჩი სერბი სპეციალისტია, რომელიც 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სერბულ (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიურ (ოლიმპია, კრკა), ლიტვურ (რიტასი), მონტენეგროულ (ბუდუჩნოსტი), ესპანურ (ესტუდიანტესი) და ისრაელურ (აპოელი) კლუბებს წვრთნიდა. 2014-2015 წლებში კი ის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. აღსანიშნავია, […]
“ჯენოასთან” მატჩის წინ “ნაპოლის” გასახდელი დაიტბორა – სიტუაცია კრიტიკულია [VIDEO]
ალო ალო, ნეაპოლი, სასწრაფოდ დაუკავშირდით ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს და შესყიდვებს. ბევრი კი იცით თქვენ მაგდაგვარი მაგრამ ბერ რამეს ახალსაც ისწავლით – თბილისში ძალეზე კრატიულები მუშაობენ ამ მიმართულებით.
ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელზე ცრუ შეტყობინების გამო 1 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო 1 პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან დარეკა. თუმცა აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის […]
გიდების საერთაშორისო დღეს ბათუმი გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

21-22 თებერვალს, ბათუმი გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ. ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული, როგორებიცაა გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში – გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური […]
ესპანური ღვინის გამოცემა „Vinos Y Camino“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

„საქართველომ Madrid Fusión-ს ქართული ღვინო და გასტრონომია გააცნო“-ამ სათაურით გამოცემა Vinos Y Camino მსოფლიოს უდიდეს გასტროკონგრესზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხმაურება და კულინარიული და ღვინის ტურისტული მიმართულების შესახებ წერს. „ქართული ღვინო სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში, ახალი აღმოჩენებით საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინის წარმოება 8000 -წლოვან ისტორიას ითვლის. შულავერში უძველეს დასახლებაში აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევებით მტკიცდება, რომ […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას გაეცნო. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს. მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული […]