ამერიკელმა, არაბმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მიუნხენში ომის შემდგომი ღაზის სექტორის იდეები განიხილეს

ამერიკელმა, არაბმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მიუნხენში ომის შემდგომი ღაზის სექტორის იდეები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ომის შემდგომი ღაზის გეგმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ამერიკელ, არაბ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება განიხილეს. მიუნხენში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, […]

კოსტინი: უკრაინის დაბომბვისას რუსეთმა ჩრდ. კორეისგან მიღებული მინიმუმ 24 რაკეტა გამოიყენა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვისას რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული მინიმუმ 24 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-Ukraine ავრცელებს. როგორც კოსტინმა განმარტა, რაკეტების ჩრდილოკორეულ წარმომავლობაზე მიუთითებს ფრაგმენტებზე აღმოჩენილი სიმბოლოები, რაკეტების გაშვების შედეგად გამოწვეული ნგრევის მასშტაბი და ფრენის ტრაექტორია. კოსტინის თქმით, მთლიანობაში, 2023 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში […]

“ხვიჩა ზაფხულში იმ გუნდში გადავა, რომელიც…” – სიომინი კვარაცხელიას “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც იცით, ის ჩვენებურს მოსკოვის “ლოკომოტივში” მოძღვრავდა, ბოლო პერიოდია კი მსოფლიო სპორტული პრესა აქტიურად გვაუწყებს, რომ “ბლაუგრანა” ქართველი ვარსკვლავის დამატებითაა დაინტერესებული. “რამდენადაც მახსოვს, ხვიჩას “ნაპოლისთან” ხანგლძრივადიანი კონტრაქტი აქვს, ამიტომ მისი ყიდვა ადვილი არ იქნება და დიდი ფული იქნება საჭირო. კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდის […]

საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებიდან გამოსხივების მაჩვენებლები ავტომატურად მიეწოდება IRMIS სისტემას და მიმდინარე რეჟიმში აისახება საერთაშორისო რუკაზე. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით შექმნილი IRMIS სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ადრეული შეტყობინებისა და რეაგირების მართვის პროცესში. […]

„ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიც ვირის რძეა, ადამიანებამდე უფრო ინტენსიურად უნდა აღწევდეს“

„ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიც ვირის რძეა, ადამიანებამდე უფრო ინტენსიურად უნდა აღწევდეს,“ – ამის შესახებ ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირის რძეზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი, არსებობს უამრავი პრობლემა, რომლის გამოც ის სათანადო რეალიზაციას ვერ ახდენს და შესაბამისად, ნაკლებ მოგებაზეც გადის. „ბიზნესპრესნიუსთან“ თემურ […]

რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა. როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ […]

თბილისში ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა 3 და გადაიდო 2 ავიარეისი

თბილისში ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა 3 და გადაიდო 2 ავიარეისი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. უფრო კონკრეტულად, გაუქმდა თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი – 2 რეისი, „პეგასუსის“ – სტამბოლი-თბილისის რეისი, ასევე გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი. როგორც თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამჟამად […]

დაძაბულობა და ნერვიულობა პიკს აღწევს – წონა ჩაბარებულია და დარჩა ბრძოლა! [VIDEO]

ქართული MMA-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე 1 დღე დარჩა. მოგეხსენებათ, UFC-ი 298-ზე მერაბ დვალიშვილი სეხუდოს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში უკვე ულაპარაკოდ მიიღებს ქამრისთვის (შონ ომალი ჩიტო ვერას 9 მარტს შეხვდება) ჩხუბის შანსს, რაც შეეხება ილია თოფურიას, “მატადორი” ლეგენდარულ ავსტრალიელს ჩემპიონის ტიტულის წასართმევად დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, დაძაბულობა და ნერვიულობა პიკს აღწევს, ქართველი მებრძოლები წონის კლების […]

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო – რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ პალესტინელების უფლებების დასაცავად დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა არ არსებობს

რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ პალესტინელების უფლებების დასაცავად დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ღაზის სექტორსა და რაფაჰში არსებული „საშიში ვითარება“ „დროებითი გადაუდებელი ზომების დაუყოვნებლივ და ეფექტურ განხორციელებას“ მისი 26 იანვრის ბრძანების შესაბამისად მოითხოვს და დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღება საჭირო არ […]

წერეთელი ნავალნიზე: მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – ოდესმე ამისთვის პასუხს აგებენ

მას სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როცა ბოლოს გადაასახლეს არქტიკაში და უმძიმეს პირობებში ჰყავდათ. ასე რომ ძალიან სამწუხაროა რასაც ვამბობ, მაგრამ ეს იყო მოსალოდნელი და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთ დღეს, ყველა ადამიანი, ვინც ბრალდებული იქნება აუცილებლად და დამნაშავეა ამ საქმესა და სხვა მსგავს საქმეებში, აუცილებლად აგებს პასუხს. არაფერია მუდმივი და სამწუხაროა, რომ ადამიანებს ეს […]