„აბასთუმანი რუმსი”, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში გაიხსნება” – ვალერი ჩეხერია

„აბასთუმანი რუმსი“, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში გაიხსნება. ამის შესახებ „რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტის ინვესტიცია 18 მლნ დოლარამდე იქნება. „აბასთუმანში სასტუმროს DFC-სთან (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საფინანსო კორპორაცია) პარტნიორობით ვაშენებთ. გვინდა, რომ 2025 წლის ზაფხულში გავხსნათ. სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმიტომ, რომ თვითონ კურორტი იფუთება, რომ მთლიანად ეკოლოგიური […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს

პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს, ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას გაეცნო. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აღებული ვალდებულებების შესრულების […]
ჯაბა სამუშია „თსუ დესპანი 2024“-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობისა და სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, „თსუ დესპანი 2024“-ის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. თსუ-ის ინფორმაციით, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია შეხვდა და წარმატებები უსურვა. „მნიშვნელოვანი პროექტია „თსუ დესპანი“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს მშობლიურ სკოლებში ჩავიდნენ და სკოლის მოსწავლეებს, ჩვენს მომავალ სტუდენტებს ესაუბრონ მათთვის საინტერესო საკითხებზე: […]
გვანცა დარასელია ქალიშვილს და მეუღლეს დაბადებიდ დღეს ულოცავს – ტელეწამყვანის ოჯახური კადრები – Marao

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს და მეუღლესა და ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. უსაყვარლეს ლილეს დაბადების დღე მამასთან ერტად აქვს და მან სადღესასწაულო სანთლებიც სწორედ მამასთან ერთად ჩააქრო. “ჩემი ორი იუბილარი” – წერს გვანცა დარასელია. უკვე არაერთი წელია, გვანცა დარასელია ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ტელესახეა. მან საკუთარი ძალები ჟურნალისტიკაში, სამოდელო და სამსახიობო […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთზე თავდასხმა 33 უკრაინული დრონით განხორციელდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთზე თავდასხმა 33 უკრაინული დრონით განხორციელდა. „დღეს ღამით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე 33 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობის შეჩერება მოხდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები შემდეგი ოლქების ტერიტორიებზე გაანადგურეს: ბელგოროდი – 4 უპილოტო საფრენი აპარატი, ვორონეჟი […]
სამთო მომზადების სკოლამ 18 წლის იუბილე აღნიშნა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს. „სიტყვით მიმართვისას, მათ სკოლის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე სკოლის ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამკერდე […]
დაკავებულია პირი, ვის გამოც ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს ადამიანი, რომლის ცრუ შეტყობინების გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი. ცრუ შეტყობინებისთვის დაკავებულს 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ავიაკომპანია “ვიზეარის” ცხელ ხაზზე ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე შეტყობინება 14 თებერვალს შევიდა. სუსის ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქეა. “აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია […]
Meduza: ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე, რომებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, მინიმუმ 102 ადამიანი დააკავეს. სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ დაარბია ადამიანები, ვინც მივიდნენ ვოსკრესენსკაიას სანაპიროზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან. ამასთან, როგორც Zaks.ru წერს ათამდე დაკავებულს შორისაა ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა […]
სირსკის გადაწყვეტილებით, უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს

უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. „ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერატიული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან აცილებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, გადავწყვიტეთ ჩვენი ქვედანაყოფების ქალაქიდან გაყვანა და თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადასვლა“, – განაცხადა სირსკიმ. სირსკის განცხადებით, ისინი ზომებს იღებენ სიტუაციის სტაბილიზაციისა და უკრაინელთა პოზიციების […]