სოზარ სუბარი ნიკა გვარამიაზე – სხვებთან ერთად, მანაც უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც ეკუთვნის როგორც სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედს – სანამ ამ ყველაფერს არ იზამს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის

ნიკა გვარამია ხელისუფლების პოზიციის უბრალოდ გამხმოვანებელი კი არ იყო, არამედ შემოქმედი იყო იმ ბოროტებების და დანაშაულების, რომლებსაც მაშინ სჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას მიერ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. სუბარის თქმით, გვარამიამ უნდა მოინანიოს მის მიერ ჩადენილი შეცდომები და […]
გერმანიის კანცლერი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გერმანიის კანცლერი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიუნხენში, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი განიხილეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. […]
ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი მის ოჯახს დაუყოვნებლივ გადაეცეს“, – განაცხადა ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა. კირა იარმიში ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე გარდაიცვალა. იარმიშის ცნობით, ნავალნის ცხედარი რუსმა გამომძიებლებმა „კვლევების“ ჩასატარებლად ციხის მადლობლად მდებარე ქალაქ სალეხარდში გადაასვენეს. რუსული […]
გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე – აღიარების შემდეგ ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს – ამ ქვეყანაში არ არსებობდა მედია, პარლამენტი, ადამიანის, პატიმრების უფლებები – ის და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო გადაცდომები. „ქვეყანაში არ არსებობდა მედია, ტელევიზიები, პარლამენტი, იმიტომ, რომ ის [გვარამია] და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას. ასევე არ არსებობდა ადამიანის უფლებები, პატიმრების უფლებები, არ არსებობდა არავითარი […]
მიხეილ სარჯველაძე – მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს – თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო, ახლა უბრალოდ მათემატიკაში გაიჭედნენ

„ლელოში“ თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც განაცხადეს პენსიებზე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ მამუკა ხაზარაძის ლოგიკას მივყვებით, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა. „ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას […]
ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ დოლოგანში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეეჯახა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს. თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო, ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს. თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო, ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში „ლელოში“ თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც განაცხადეს პენსიებზე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის […]
„ალექსეი ნავალნი მოკლეს, მოვითხოვთ მისი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას“ – ნავალნის სპიკერი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა ნავალნის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ იარმიშმა ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. “ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, იგი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე”. – წერს იარმიში. ამასთან, როგორც იგი კოლონიის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, ნავალნის ცხედარი ახლა ქალაქ სალეხარდში […]
“ბავშვებს რომ 3 ლარიანი ტაშტებიდან ნათლავენ – არასწორია, გავაჩუქებ ორ ემბაზს” – მღვდელი ლევან ჯიქური

ფოტოებში მინახავს ბავშვებს რომ 3 ლარიანი ტაშტებიდან ნათლავენ. ეს არასწორია თუ იმ დროს მღვდელს და იმ ტაძრის მრევლს აიფონები უჭირავთ, ჯერ ღვთის სახლები უნდა შეიმკოს. რადგან ლამისყანის და კოდისწყაროს ტაძრებში ძვირფასი ემბაზები გამოგვიგზავნეს, ესეთ ორ ემბაზს გავაჩუქებთ, იმ ტაძრებზე რომლებსაც სპეციალური ემბაზები არ აქვთ. პირადში მომწერეთ.
პრემიერ-მინისტრი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერი „ფეისბუქზე“ წერს, ლევან თედიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში. […]