გერმანიის კანცლერი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გერმანიის კანცლერი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიუნხენში, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი განიხილეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა გერმანიის კანცლერის ინიციატივით შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)