დავით ბენაშვილი აგვისტოდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი დავით ბენაშვილი აგვისტოდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დავითმა Arizona State University-ში კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარა. მან მოიპოვა დაფინანსება და სწავლას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გააგრძელებს.

“ადამიანები რომლებიც ხედავენ თუ სადაა სიმართლე და სად არის სიბინძურე, უბრალოდ გვერდით გადგნენ” – კაჭკაჭიშვილი

ვეცდები ცოტა დიდ სურათში დაგანახოთ და მაქსიმალურად მოკლედ გადმოგცეთ რეალურად რაც აქამდე ხდებოდა და ხდება. დავიწყებ ელიზბარაშვილის ნაწილით. ადამიანი, რომელსაც არც სიტყვის შესრულება და არც ელემენტარული ზრდილობა არ გააჩნია, ქალებს და შვილიშვილის ასაკის გოგონებს არ აგინოს, ან არ მიაყენოს შეურაცხოფა, არ შეუძლია. ადამიანებმა, უბრალოდ მისი სიბილწის, მისი მხრიდან გინების არეალში რომ არ მოხვედრილიყვნენ, უბრალოდ მთხოვეს, […]

აღიარების შემდეგ ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს – გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე

აღიარების შემდეგ ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს – გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო გადაცდომები. „ქვეყანაში არ არსებობდა მედია, ტელევიზიები, პარლამენტი, იმიტომ, რომ ის [გვარამია] და მისი […]

ევროკავშირის ხახვის ბაზარი – უნდა ველოდოთ თუ არა ფასების ახალ რეკორდს?

ხახვის ფასი ევროკავშირში კვლავ იზრდება. East-fruit-მა გააანალიზა თუ რა არის ამის მიზეზი. წითელი ზღვა და ჰუთები ევროპას არასეზონური ხახვის მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალი ზელანდიიდან შემოაქვს, თუმცა, იმის გამო, რომ სამოქალაქო გემებზე ჰუთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად წითელ ზღვაში გადასასვლელი დაბლოკილია , ტვირთს უწევს აფრიკის შემოვლა, რაც 12-17 დღით აგრძელებს მარშრუტს და ზრდის მის ღირებულებას. ანალოგიური პრობლემაა ხახვის […]

“ეს პრობლემა აქვთ საკმაოდ განათლებულ და განვითარებულ ადამიანებსაც კი ძალიან ხშირად” – თუთბერიძე

როგორ გგონიათ, რატომ ანიჭებენ ადამიანები სხვა ადამიანების მოსაზრებას (თუნდაც ოჯახის წევრებისას) მნიშვნელობას როცა საქმე მათ პირად ცხოვრებას ეხება? როგორ გგონიათ რა არის ამისი მიზეზი, აღზრდა? განათლება? იმ კულტურის გავლენები სადაც გაიზარდე თუ რამე სხვა? აქვე ვიტყი რომ ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ დაბალი განათლების ან სოციალური ფენის და კულტურის ადამიანებს. ეს პრობლემა აქვთ საკმაოდ განათლებულ […]

ოლეშჩუკი: ჩამოვაგდეთ 3 რუსული თვითმფრინავი

17 თებერვალს დილით უკრაინელებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი. “ვერაფერი შეგვაჩერებს. გმადლობთ, მეომრებო!” – თქვა ოლეშჩუკმა.

ზელენსკი: საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მილიონობით უკრაინელს სახლში დავაბრუნებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ უკრაინას საკმარისი რაოდენობის დასავლური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნება, მილიონობით უკრაინელი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება. ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიმართვისას ისაუბრა. “ზოგმა ადამიანმა განაცხადა, რომ არ არსებობს ეფექტური თავდაცვა რუსული რაკეტების წინააღმდეგ, თუმცა, დარწმუნებით ვიცით, რომ Patriot-სა და სხვა ტიპის დასავლურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ნებისმიერი რუსული რაკეტის ჩამოგდება […]

9 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომლის ზარმაც Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნა – პროკურატურა

პირს, რომელსაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთებას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალი პროკურატურამ უკვე წაუყენა. საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ეს არის პირი, რომლის სატელეფონო ზარმაც 14 თებერვალს ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა. მგზავრებისა და ბორტის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობაზე […]

კირა იარმიში: ალექსეი ნავალნი მოკლეს

ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა X-ით დაადასტურა ალექსეი ნავლნის სიკვდილი და გაავრცელა მოკლე ცნობა, სადაც ის წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს”. „ალექსეის დედის ოფიციალური განცხადებით, მისი სიკვდილი დადგა 16 თებერვლის 14:17 საათზე ადგილობრივი დროით. კოლონიის თანამშრომლის თანახმად, მისი ცხედარი ახლა სალახარდშია. ის იქ საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა გადაასვენეს. ახლა ისინი „საგამოძიებო მოქმედებას“ აწარმოებენ“. კირა იარმიში თავის […]

შალვა პაპუაშვილი – ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია – ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს

დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა ლევან თედიაშვილმა დაგვტოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მიუხედავად მისი დიდი სპორტული მიღწევებისა ლევან თედიაშვილმა გიორგი შენგელაიას კინო-შედევრში “ხარება და გოგია”, შექმნა დაუვიწყარი ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა. „ბატონი ლევანი არა მხოლოდ ლეგენდარული […]