„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი – „ჰამასი“ აგრესიის სრულად შეწყვეტას ითხოვს

„ჰამასი“ აგრესიის სრულად შეწყვეტას ითხოვს, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა. „იმაზე ნაკლებს არაფერს დავთანხმდებით, ვიდრე აგრესიის სრულად შეწყვეტა, საოკუპაციო არმიის ღაზიდან გაყვანა და უსამართლო ალყის მოხსნაა“, – აცხადებს ისმაილ ჰანიე. ჰანიემ აღნიშნა, რომ ისრაელმა პალესტინელი პატიმრები ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში უნდა გაათავისუფლოს.
კახა კალაძე – ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა, არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო სპორტში – ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების, სპორტული საზოგადოებისა და მთელი საქართველოს გულისტკივილს

თბილისის მერი კახა კალაძე მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „ნამდვილი ლეგენდა, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა, არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო სპორტში. მან ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა […]
ვაშაძე: ნავალნისა და სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აუცილებელია სააკაშვილის სწრაფი გათავისუფლება. “მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელს ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა და დაფასება ექნებათ მთელ […]
ნავალნის სპიკერი: ალექსეი ნავალნი მოკლეს, მოვითხოვთ მისი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა ნავალნის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ იარმიშმა ნავალნის დედისთვის მიცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. “ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის მიცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, იგი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე”. – წერს იარმიში. ამასთან, როგორც იგი კოლონიის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, ნავალნის ცხედარი ახლა სალეხდარში “გამოძიების” […]
ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკაში ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი თავისუფალი სტილის მოჭიდავე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი- XX და XXI ოლიმპიური თამაშებზე (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). ასევე იყო: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი […]
“ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, როცა ტასუნას გვირილებისგან გვირგვინი დავუწანი და დედოფლობანას ვეთამაშებოდი…” – მარიტა გუტაშვილი

“თვალის დახამხამებაში გასულ დროზე” და წლებზე ყველამ კარგად ვიცით, რაც უფრო ვიზრდებით უფრო მეტად შესამჩნევი ხდება. ამ ზაფხულს, ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, აი მაშინ, როცა ტასუნას გვირილებისგან გვირგვინი დავუწანი და დედოფლობანას ვეთამაშებოდი, მე, ნატო და დეიდა იმაზე ვსაუბრობდით, როგორ უცებ გავიზარდეთ. ჩვენ სამს ერთმანეთისგან 10-10 წელი გვაშორებდა. ვერცერთს ვერ წარმოგვედგინა ჩვენი შუათანა ნატო 40 წლის. […]
პსჟ მბაპეს შემცვლელად 2 კანდიდატურას განიხილავს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლოს “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი კილიან მბაპე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. ფრანგული გამოცემა L’equipe-ს ცნობით, პსჟ ფრანგი შემტევის შემცვლელად მოჰამედ სალაჰისა (ლივერპული) და ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) კანდიდატურებს განიხილავს. წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ნომერ პირველი სამიზნე ნიგერიელი ფორვარდია, თუმცა თუ ნასერ […]
ხაბეიშვილი: ნავალნის მკვლელობა ზურაბიშვილს უნდა აჩქარებდეს, სააკაშვილი შეიწყალოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას “პუტინის როგორც პატარა, მკვლელი მანიაკის სახის” გამოვლინება უწოდა. ხაბეიშვილის თქმით, ნავალნის მკვლელობა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გადაწყეტილების მიღებისკენ უნდა უბიძგებდეს. “განსხვავებული აზრის დევნა, ოპონენტის ფიზიკური განადგურება, ადამიანის სიცოცხლის მიმართ ზერელე დამოკიდებულება, მოწამვლა, არაადამიანური მოპყრობა და […]
უკრაინის არმიამ 17 თებერვლის ღამით ავდეევკა დატოვა

უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიას“ მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დატოვა. „იმ სიტუაციაში, როდესაც მტერი იერიშზეა გადმოსული საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებზე ათი-ერთთან მეტი ჭურვით, მუდმივი დაბომბვის პირობებში, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, – წერს ტარნავსკი. ჯარები გაიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის ბრძანებით, „ქალაქიდან უკრაინული შენაერთების გაყვანისა და […]
ბორის სოკოლოვი – ნავალნი გააქრეს იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ შეეფასებინა და მხარდამჭერებისთვის აქტიური ქმედებებისკენ არ მოეწოდებინა, არ მჯერა, რომ რუსეთში აქციებს რევოლუციის გამოწვევა შეუძლია

ნავალნის გარდაცვალებაზე, სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება რუსულ საზოგადოებას მომხდარზე, იმაზე, ნავალნის გარდაცვალება რა კორექტივებს შეიტანს მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციის შედეგებზე, ასევე ტაკერ-პუტინის სკანდალური ინტერვიუს შედეგებზე, „ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა. – ბატონო ბორის, ოპოზიციონერ ნავალნის გარდაცვალების გამო წუხილი და საკმაოდ კრიტიკული განცხადებები ბევრმა ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ […]